სახმელეთო ტრანსპორტი

წარმატების მისაღწევად ძალიან შორი მანძილი არ არსებობს

სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში გადაწყვეტების ფართო სპექტრის არსებობის წყალობით, თქვენი საერთაშორისო ბაზრების განვითარებასა და ყოველდღიურ მომსახურებაში უპირატესობას გთავაზობთ. კომპანიის საკუთრებაში არსებული 180 ლოკაცია და მრავალწლიანი გამოცდილება სახმელეთო გადაზიდვების სფეროში სანდო პარტნიორად გვაქცევს. შეიტყვეთ მეტი!

შერეული და ნაკრები ტვირთები

GW pro.line არის ჩვენი სტანდარტიზებული მომსახურება შერეული და ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, რომელიც მთელს ევროპაში ჩვენს საუკეთესო სერვისებს აერთიანებს. კერძოდ, ეს ნიშნავს ყოველდღიურ გაგზავნას, წინასწარ განსაზღვრულ ტრანზიტის დროსა და ხარისხის დადგენილ სტანდარტებს.

ნაწილობრივი და სრული დატვირთვა

GW direct.line არის იდეალური გადაწყვეტა იმ ტვირთების ნაწილობრივი და სრული დატვირთვისთვის, რომლებიც ევროპაში თქვენი პირდაპირი დისტრიბუციისთვისაა საჭირო. ჩვენი ფილიალებისა და პარტნიორების მჭიდროდ ინტეგრირებული ქსელის წყალობით, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია უზრუნველვყოთ ტვირთების საკმარისი გამტარობა და თქვენი საქონელი ევროპულ დანიშნულების პუნქტებში უსაფრთხოდ, დროულად და ყველაზე ეფექტიანი მარშრუტებით მივიტანოთ.