კომპანია Gebrüder Weiss-ის ფესვები შორეულ წარსულში მიდის და ნახევარ ათასწლეულზე მეტ პერიოდს მოიცავს! ასეთი მემკვიდრეობა გარკვეულ ვალდებულებებს გულისხმობს. ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებიანი და გამოვავლინოთ წინდახედულება, უნდა განვაგრძოთ წინსვლა და განვითარება. ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა დუნაის, ალპებისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებიდან და დღეს ყველა სახის ტვირთი გადაგვაქვს: სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით, ყველა შესაძლო სატრანსპორტო მარშრუტით, პლანეტის ყველა კონტინენტზე.
ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია 8600 თავდადებული თანამშრომელი, რომლებიც მსოფლიოს 180 ლოკაციაზე მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ. ჩვენი მომხმარებლებისთვის მორგებულ გადაწყვეტებს ვამუშავებთ, რომლებიც წარმოების, ბიზნესის, ლოგისტიკის და სატრანსპორტო პროცესების მჭიდრო ინტეგრაციას უზრუნველყოფს. ეს ხელს უწყობს ეფექტიანობის ზრდას და ჩვენი მომხმარებლების ხარჯების შემცირებას, რაც ბაზარზე მათ კონკურენტულ უპირატესობას უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი მრავალწლიანი გამოცდილებისა და უცვლელი მისწრაფების წყალობით გახდა შესაძლებელი: უზრუნველვყოფთ მიწოდების ჯაჭვის გადაწყვეტებს, რომლებიც მაქსიმალურად ზრდის ჩვენი მომხმარებლების წარმატებას.