კომპანია Gebrüder Weiss-ში მომუშავე ადამიანებს უყვართ მოძრაობა. მაგრამ ტვირთის A პუნქტიდან B პუნქტში გადატანა მხოლოდ დასაწყისია. Gebrüder Weiss-ს სურს ლოგისტიკის მომავლის ფორმირებაში მდგრადი როლი შეასრულოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ თანამშრომლებს, რომლებსაც ასევე სურთ ამ მიმართულებით მოძრაობა. გსურთ ჩვენი გაცნობა?
სწავლება და განვითარება
გარდა ჩვეულებრივი სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების ფორმებისა, ასევე ვთავაზობთ ჩვენს თანამშრომლებს „myOC“ ციფრული სასწავლო პროგრამას, რომელიც მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროსა და ადგილას დამოუკიდებლად გამოიყენონ.
მოქნილი სამუშაო გრაფიკი
Gebrüder Weiss-ში თქვენი ფუნქციიდან გამომდინარე ჩვეულებრივ შეგიძლიათ აირჩიოთ მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ერთ-ერთ პროგრამაში მიიღოთ მონაწილეობა.
კვების შემწეობა
ჩვენი ლოკაციები ყველაფერს გთავაზობთ: დაწყებული რესტორნების ვაუჩერებით დამთავრებული კომპანიის კაფეტერიებით და უფასო ხილით. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა მაღალი ხარისხის საკვები მიირთვან და შეინარჩუნოს ენერგიის დონე მთელი დღის განმავლობაში.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა
იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს თანამშრომლებს სამსახურში წასვლა გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე შეეძლოთ, ჩვენი ლოკაციები საზოგადოებრივი ტრანსპორტით ადვილად მისადგომია. ზოგიერთ საწარმოში გთავაზობთ ტრანსფერის მომსახურებას ან მატარებლის, ავტობუსის და მეტროს ბილეთების საფასურს ვიხდით.
სანდოობა
Gebrüder Weiss-ში ჩვენ ვასრულებთ იმას, რასაც ვამბობთ. ადამიანებთან ურთიერთობისას, ისევე როგორც ჩვენს პროდუქტებთან, მომსახურებებთან, კონტრაქტებთან და სახელმძღვანელო მითითებებთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეპყრობით ჩვენს, როგორც სანდო დამსაქმებლის პასუხისმგებლობას.
თანამშრომლები ყვებიან თავიანთი ყოველდღიური სამუშაოს შესახებ