Bei Benutzung wird die Seite neugeladen
Barrierefreie Anpassungen
Wählen Sie Ihre Einstellungen
Seheinschränkungen Unterstützung für Menschen, die schlecht sehen
Texte vorlesen Hilfestellung für Nutzer, die Probleme beim Lesen von Onlinetexten haben
Kognitive Einschränkungen Hilfestellung beim Lesen und beim Erkennen wichtiger Elemente
Neigung zu Krampfanfällen Animationen werden deaktiviert und gefährliche Farbkombinationen reduziert
Konzentrationsschwäche Ablenkungen werden reduziert und ein klarer Fokus gesetzt
Screenreader Die Website wird so verändert, das sie mit Screenreadern kompatibel ist
Tastatursteuerung Die Webseite kann mit der Tastatur genutzt werden
Alle Einstellungen zurücksetzen Ihre Einstellungen zur Barrierefreiheit werden auf den Standard zurückgesetzt
Individuelle Anpassungen
Schriftgröße
Zeilenabstand
Inhaltsgröße
Wortabstand
Zeichenabstand
Hintergrundfarbe
Textfarbe
Linkfarbe
Titelfarbe

მისია

Delivering the best supply chain solutions for our customers' success with minimal environmental impact.

Delivering the best supply chain solutions ...

500 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე კომპანია Gebrüder Weiss მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი ლოგისტიკურ კომპანიას წარმოადგენს. დღეს ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა ლოგისტიკური მიმართულებით, სადაც 8700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელია დასაქმებული: სახმელეთო ტრანსპორტი, სასაწყობო ლოგისტიკა, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი, ამანათები, ციფრული ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვების მართვა. ჩვენი პოზიციონირება საშუალებას გვაძლევს ჩვენი მომხმარებლების შესყიდვებისა და დისტრიბუციის არხებისთვის ყოვლისმომცველი და საერთაშორისო კონცეფციები ვიპოვოთ.

... for our customers' success ...

თანამედროვე ეკონომიკური ციკლები ციფრული და გლობალური ხასიათისაა. ამის გათვალისწინებით, სწორი ლოგისტიკური მხარდაჭერის მიღება ბიზნეს-მოდელების წარმატებისთვის სულ უფრო გადამწყვეტი ხდება. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს ჭკვიან გადაწყვეტებს, რომლებიც განასხვავებენ მათ ბაზარზე და მათთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენი ამბიციები: ლოგისტიკამ ჩვენი მომხმარებლების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს.

... with minimal environmental impact.

კეთილდღეობა და რესურსების მოხმარება დღემდე პირდაპირ კავშირშია. მაგრამ ეს უცვლელი არ უნდა დარჩეს. ჩვენ კომპანია Gebrüder Weiss-ში მობილობის სექტორის მდგრადი მომავლის შექმნაზე აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ ვახდენთ ტესტირებას და ხელს ვუწყობთ ელექტროენერგიასა და წყალბადის ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტის მეშვეობით გადაადგილებას. ახალ ლოკაციებზე ფოტოელექტრული სადგურების დაყენების ხარჯზე თვითმომარაგებაზე გადავედით. გერმანიის ჩრდილოეთში საკუთარ ქარის ელექტროსადგურს ვიყენებთ. ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი მობილობის კვლევის სფეროში. ჩვენი მიზანია ნებისმიერი საჭიროებისთვის შემოგთავაზოთ ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა, რომელიც მინიმალურ კვალს ტოვებს.

გვსურს ლოგისტიკის მომავალი შევქმნათ

ჩვენ ფოკუსირებული ვართ რესურსების დაზოგვის გადაწყვეტებზე და მობილობის მომავალს ვავითარებთ.

ჩვენ დამოუკიდებელ საოჯახო ბიზნესს წარმოვადგენთ და ასეთად დავრჩებით, რათა ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფად და მოქნილად მოვახდინოთ რეაგირება.

მომხმარებლების საჭიროებებს ყოველთვის ცენტრში ვაყენებთ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ.