ჩვენი ექსპერტები პროექტებისა და ყრილი ტვირთების დეპარტამენტიდან ხშირად ასრულებენ გრანდიოზულ ოპერაციებს არასტანდარტული ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა როგორი მსხვილგაბარიტიანი ტვირთის გადატანა გჭირდებათ, იქნება ეს მოცულობითი ფოლადის კომპონენტები, მთლიანი ქარხნები, იახტები თუ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, ჩვენი ექსპერტები გაუმკლავდებიან ამ ამოცანას.
ჩვენ არა მხოლოდ გადაგვაქვს თქვენი ტვირთი A პუნქტიდან B პუნქტამდე - ზღვით, შიდა წყლების გზით, სარკინიგზო ტრანსპორტით, ავტომობილ-ბაქანით ან სატვირთო თვითმფრინავით. ჩვენი გუნდი ასევე გაგიწევთ მხარდაჭერას გზის ყველა ეტაპზე. მზად ვართ შემოგთავაზოთ გაფართოებული სერვის პაკეტი, რომელიც მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს, მარშრუტის შეფასებას, შეფუთვას, აწყობას და კომპლექსურ სრულ პროექტებს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ძირითად ბაზრებზე დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გარდა, ჩვენი გლობალური ქსელი გვაძლევს საშუალებას, პროექტებისა და ყრილი ტვირთების განყოფილების შემოწმებული სპეციალისტების მომსახურებით მთელ მსოფლიოში ვისარგებლოთ. ახლავე დაგვიკავშირდით!
ჩვენი გრძელვადიანი გამოცდილებისა და შესაბამისი ცოდნის წყალობით, განსაკუთრებული და კერძოდ მოცულობითი ტვირთების გადაზიდვის დაგეგმვა და განხორციელება ჩვენს ძირითად კომპეტენციებს შორისაა. აქ ნახავთ ინფორმაციას ყრილი ტვირთების გადაზიდვის რამდენიმე პროექტის შესახებ: დაწყებული არაგაბარიტული კონტეინერების და „Ro-Ro“ ტიპის ტვირთების ტრანსპორტირებით, დამთავრებული ტვინდეკის გამოყენებით და მრავალი სხვა.