სტრატეგია

მდგრადი განვითარების სამი ასპექტი

მდგრადი განვითარება საღი აზრის აქტს წარმოადგენს და ჩვენი ხარისხის დაპირების ნაწილია. ჩვენ ვზოგავთ რესურსებს და მუდმივად ვეძებთ გონივრულ გადაწყვეტებს, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ სტრატეგიას ეკოლოგიურად, ეკონომიკურად და სოციალურად მდგრადს გახდის. 

ჩვენი პასუხისმგებლობის მოკლე მიმოხილვა  

ეკონომიკა

მძლავრი ფინანსური ბაზის წყალობით, Gebrüder Weiss დამოუკიდებელ და გრძელვადიანი წარმატების შენარჩუნებაზე და არა კვარტალური მოგების მაქსიმიზაციაზე სტრატეგიულად ორიენტირებულ კომპანიას წარმოადგენს. ასევე პრიორიტეტს ვანიჭებთ მომხმარებლებთან ხანგრძლივ პარტნიორობას და ყველა ჩვენს ლოკაციაზე მთელ მსოფლიოში ერთიანი სტანდარტების და გამორჩეული ხარისხის გარანტიას ვიძლევით.

თანამშრომლები

თანამშრომლები ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მათი ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ყოველთვის პირველ ადგილზეა. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ სხვადასხვა სქესისა და თაობის, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას, ასევე ხელს ვუწყობთ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების ჩართულობას. ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროგრამის ფარგლებში ვმონაწილეობთ პროექტებში, რომლებიც ფართო საზოგადოებას სარგებელს მოუტანს.

ეკოლოგია

ჩვენი მიზანია CO2 ემისიების მუდმივად შემცირება მთელ ღირებულების ჯაჭვში. რესურსების დაზოგვის გადაწყვეტილებები, ჭკვიანი მობილობის კონცეფციები და თანამედროვე ლოგისტიკური ობიექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამაში. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სამეცნიერო კვლევებს მობილობის სფეროში ჩვენი ლოგისტიკური გამოცდილებით.

მომწოდებლები და ქვეკონტრაქტორები  

მიწოდების ჯაჭვების მაქსიმალური მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვეძებთ მომწოდებლებსა და ქვეკონტრაქტორებს შორის თანამოაზრეებს, რომლებიც ანალოგიურ პრინციპებს ემხრობიან. ამ მიზნით, შევიმუშავეთ სახელმძღვანელო მითითებები მომწოდებლებისთვის. ისინი მნიშვნელოვნად მოქმედებს შესყიდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტებზე.