ისტორია

როგორ გახდა ალპური საკურიერო სამსახური გლობალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროვაიდერი

Gebrüder Weiss მსოფლიოში უძველესი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიაა და დღესაც ოჯახურ საწარმოს წარმოადგენს. 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კომპანია თავის დარგში გლობალურ მოთამაშედ იქცა. 

შეიტყვეთ მეტი ჩვენი საინტერესო ისტორიის შესახებ, რომელიც ნახევარი ათასწლეულის წინ ფუსახში, ულამაზესი ბოდენის ტბის ნაპირებზე დაიწყო.   

1487

ჩვენი ოჯახის წინაპრები ე.წ. ლინდაუს კურიერები იმ დროის ორ მთავარ სავაჭრო ცენტრს აკავშირებდნენ: მილანსა და გერმანიის ქალაქ ლინდაუს. კურიერების მარშრუტი ლინდაუდან ავსტრიის ქალაქ ფუსახსა და შვეიცარიის ქალაქ კურში გადიოდა, 2100 მეტრის სიმაღლის სპლიუგენის უღელტეხილზე, კომოს ტბამდე და შემდეგ მილანამდე. 

Johann Wolfgang von Goethe

1788

2 ივნისს, ლინდაუს კურიერმა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე ფუსახში უსაფრთხოდ ჩაიყვანა მაშინ, როდესაც ის იტალიაში მისი პირველი მოგზაურობიდან დაბრუნდა. ქვითარი მის სამოგზაურო ჟურნალში იყო შემონახული: პოეტმა თავისი და მისი კომპანიონი კაიზერის თანხა 122 გულდენი გადაიხადა.  

Josef Weiss

1823

კომპანია რეგისტრირებულია როგორც Gebrüder Weiss. ოფიციალური სათაო ოფისი ქალაქ ფუსახშია, სადაც მისმა პირველმა ლოგისტიკურმა ცენტრმა დაიწყო მუშაობა. ტერმინალი მთლიანად ეკუთნოდა ჯოზეფ ვაისს, რომელიც ბიზნესს თავის ნახევარძმებთან ლეონჰარდ და იოჰან ალოის კარლ ვაისებთამ ერთად მართავდა. 

Venice / Venedig

1877

კომპანია Ditta Fratelli Weiss ვენეციაში დაარსდა, შემდგომი გაიხსნა ფილიალები განოვაში, ტრიესტში და შვეიცარიაში. 1900-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ავსტრია-უნგრეთის იმპერია იშლება, Gebrüder Weiss ალპების სამხრეთით ყველა თავის ფილიალს კარგავს. 

Ferdinand Weiss

1921

ფერდინანდ ვაისი არეულობის დროს კომპანიას სათავეში ჩაუდგა. გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მისი ხელმძღვანელობით ბიზნესი უფრო გაფართოვდა.  

1945

რკინიგზის სადგურებზე ლოგისტიკური კომპლექსები განადგურდა, სატვირთო მანქანები ჩამორთმეულ იქნა სამხედრო საჭიროებებისთვის, მაგრამ ბიზნესი მრეწველობისთვის და ზოგადად მოსახლეობისთვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევას აგრძელებს. ავსტრიაში ქსელის განვითარება იწყება და დასავლეთ ევროპაში პირველი მარშრუტები იხსნება. 

Heidi and Paul Senger-Weiss

1968

ჰეიდი და პოლ ზენგერ-ვაისები კომპანიას სათავეში ჩაუდგნენ. შენდება ახალი ტერმინალები, სრულდება არსებული ობიექტების მოდერნიზაცია და ოპერაციები სულ უფრო საერთაშორისო ხასიათს იძენს.  

Budapest

1989

„რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ, Gebrüder Weiss, დაწყებული მისი უშუალო მეზობლებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გადადის. ბუდაპეშტში, პრაღაში, ბრნოში, ბრატისლავაში, მარიბორსა და ლუბლიანაში ფილიალები იხსნება. ამავდროულად, შორეულ აღმოსავლეთში შანხაიში პირველი ლოკაცია დაარსდა და მას შემდეგ მალევე მეორეც, ცინგდაოში.  

European Union

1995

1 იანვარს ავსტრია ევროკავშირს შეუერთდა. კომპანია Gebrüder Weiss შიდა ბაზარზე თავისი საბაჟო ბიზნესის დიდ ნაწილს კარგავს, რაც მისი რეალური წმინდა პროდუქტის მესამედს შეადგენს. ყველა პროცედურის ფართო რეორგანიზაციისა და ყველა პარტნიორის ინტენსიური მონაწილეობის წყალობით, GW ამ კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოდის და იყენებს ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც ბაზრის გაფართოების შედეგად გაიხსნა. 

People at Gebrüder Weiss

2010

წლის დასაწყისისთვის Gebrüder Weiss-ს 140 ლოკაციაზე 4350 თანამშრომელი ჰყავდა. თორმეტი თვის შემდეგ გაყიდვების მოცულობამ 1 მილიარდ ევროს პირველად გადააჭარბა. 

Silkroad

2013

საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა ლოგისტიკური ტერმინალი. ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ სხვა საკვანძო ლოკაციები გაიხსნა: რუსეთში, ყაზახეთში, სომხეთსა და უზბეკეთში. 

Home Delivery

2015

ავსტრიაში Gebrüder Weiss ხსნის ახალ სასაქონლო განყოფილებას საცალო ვაჭრობისა და საბოლოო მომხმარებლებისთვის: სახლში მიწოდებას. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თანდათან მრავალი ლოკაცია იხსნება.  

Singapore

2017

Gebrüder Weiss თავის ქსელს აშშ-ში აფართოებს, ხსნის წარმომადგენლობებს სინგაპურსა და ჩინეთის სამხრეთში. 

2020

კომპანიის დიჯიტალიზაციის პროგრამის ფარგლებში myGW მომხმარებელთა პორტალი ამოქმედდა. სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ახალი ზელანდია „ნარინჯისფერი სამყაროს“ ნაწილი ხდება. 

hydrogen truck on the road

2021

კლიმატის დაცვის მიზნების რეალიზაციის ფარგლებში კომპანიას თავის პირველ წყალბადზე მომუშავე სატვირთო მანქანა გზაზე გამოყავს. უზრუნველყოფილია წვდომა პოლონეთისა და მალაიზიის ბაზრებზე.