Gebrüder Weiss-მა აცნობიერებს თავისი პასუხისმგებლობას თანამშრომლებისა და მათი ოჯახების წინაშე. ურთიერთპატივისცემა მისი კორპორატიული კულტურის მთავარი შემადგენელი ნაწილია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალური უნარების განვითარებას, მათი შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და იმას, რომ ადამიანები სიამოვნებით მუშაობდნენ ჩვენს კომპანიაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კერძოდ, ეს გულისხმობს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც თანამშრომლები თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებენ.
როგორც საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, კომპანია Gebrüder Weiss ვალდებულია ყველა სამართლებრივი და საგადასახადო მოთხოვნა დაიცვას. ეს პასუხისმგებლობა კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფს ეკისრება. თავის მხრივ, მათ ადამიანური რესურსების განვითარების, იურიდიული, საკონტროლო და კორპორატიულ-ადმინისტრაციული მხარდაჭერის ცენტრალური დეპარტამენტები ეხმარება.