East Plus

Gebrüder Weiss: თქვენი სანდო გამცილებლები ახალ აბრეშუმის გზაზე

ჩვენ ვართ გადაზიდვების დარგში გამოცდილი პარტნიორი ცენტრალური აზიის ქვეყნებში და შემდეგ ჩინეთში.  უკვე მრავალი წელია, Gebrüder Weiss-ის საექსპერტო-საკონსულტაციო ცენტრი „Competence Center East plus“ დაკავებულია ამ რეგიონებში სახმელეთო გადაზიდვებით. თქვენ ისარგებლებთ შემოწმებული და სანდო სატრანსპორტო მარშრუტებით „შუა დერეფანში“, პარტნიორთა ჩამოყალიბებული ქსელით და ჩვენი თანამშრომლების ნოუ-ჰაუებით, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურას, კანონებსა და კულტურულ განსხვავებებს.

 

მდინარე დუნაიდან მდინარე იანცზემდე

Gebrüder Weiss-ის ლოკაციების მჭიდროდ შეკრული ქსელი ვრცელდება თურქეთიდან, საქართველოსა და უკრაინიდან, რუსეთის, ყაზახეთის და თურქმენეთში ასოცირებული პარტნიორული ოფისის გავლით ჩინეთში. რეგიონის სხვა ქვეყნებში ჩვენ შემოწმებულ და სანდო პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია თქვენი შეკვეთების სწრაფი და პროფესიონალური დამუშავების უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის სერვისის მოწოდებით. კომპანია Gebrüder Weiss-ში დასავლეთი აღმოსავლეთს ხვდება! დღესვე დაგვიკავშირდით! 

რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები

რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები
კომპანია Gebrüder Weiss ყოველთვის კომპეტენტურად და საიმედოდ გვეხმარება, თუნდაც მიმღებ ქვეყანაში მოულოდნელი პრობლემების გადაჭრაში.
დისპეტჩერი Waldner-ში
Logo