მოწოდების ჯაჭვების მართვა

ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ, ვაკონტროლებთ და ვმართავთ თქვენს მიწოდების ჯაჭვს

ეფექტიანი სტრატეგიებისა და ერთი წყაროდან მიღებული სერვისების წყალობით, ჩვენ ვაკონტროლებთ თქვენს ლოგისტიკურ და მიწოდების ჯაჭვებს, რითაც ბაზარზე ეკონომიური და მდგრადი ფუნქციონირების საშუალებას გაძლევთ. პროფესიული ანალიზებისა და ზუსტი დაგეგმვის საფუძველზე, შევიმუშავებთ გონივრულ გადაწყვეტებს, რომლებიც თქვენს წარმატებას განაპირობებს. ჩვენი ციფრული სამომხმარებლო პორტალის myGW წყალობით, ყოველთვის შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ზოგად სურათს. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, ნუ მოგერიდებათ და პირადად დაგვიკავშირდით.

დაგვიკავშირდით

ჩვენი სერვისების მოკლე მიმოხილვა:

Schneider Electric

როგორც შნაიდერ ელექტრიკის  მთავარი ლოგისტიკური მომსახურების უზრუნველმყოფი, ჩვენ ყოველწლიურად  ვუწევთ კოორდინაციას და მონიტორინგს 30,000-მდე კომპანიებს შორის ტრანსპორტირებას 300-მდე ფიქსირეულ მარშრუტზე. ამრიგად, ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ მაღალეფექტურ და მდგრად მიწოდების ჯაჭვს. GW SCM ვებ-პორტალი  სრულ სურათს აჩვენებს შნაიდერ ელექტრიკს სიტუაციაზე, როგორიცაა რეალურ დროში წვდომა მიწოდების შესახებ ინფორმაციაზე, ფასებზე და გადაზიდვების მიმდინარე სტატუსეზე.  

Hilti

ჩვენი მომხმარებლისთვის Hilti, მიწოდებების ჯაჭვს ა-დან ჰ-მდე ვმართავთ. სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვები, საწყობის ლოგისტიკა, კროსდოკინგი – ყველა ეს სერვისი ერთ მიზანს ემსახურება: Hilti-ის სამშენებლო ობიექტების მთელს მსოფლიოში საჭირო ხელსაწყოებით უზრუნველყოფა. პროდუქცია ძალიან მრავალფეროვანია, რაც ტექნოლოგიურ მოთხოვნებს შესაბამისად რთულს ხდის.

Tridonic

კომპანია Tridonic-ისთვის ავსტრიაში ჩვენი მომხმარებლის აპრობირებული ლოგისტიკური სისტემა ავარჩიეთ და გადავიტანეთ იგი ახალი ბაზრების მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენს ლოკაციებზე ატლანტაში, ჰონგ კონგში, შანხაისა და სინგაპურში დავნერგეთ პროცესები, რომლებსაც სახლში, ლაუტერახში ვიყენებთ. წარმატების საფუძველს წარმოადგენს: მჭიდრო კოორდინაცია Tridonic-თან, ელექტრონული დოკუმენტების მიმოცვლის პირდაპირი ინტეგრაცია მის სისტემებთან და პროცესების ერთიანი სტანდარტები. შედეგი: გამჭვირვალობა და საიმედოობა.