ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი მოთხოვნაა
კომპანიის საკუთრებაში არსებული 180 ლოკაციის, NG.network-ში ჩვენი წევრობის და მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ეფექტიანი და ინოვაციური სატრანსპორტო გადაწყვეტები ხმელეთზე, ზღვაში ან ჰაერში.
სახმელეთო ტრანსპორტი
სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში გადაწყვეტების ფართო სპექტრის არსებობის წყალობით, თქვენი საერთაშორისო ბაზრების განვითარებასა და ყოველდღიურ მომსახურებაში უპირატესობას გთავაზობთ. კომპანიის საკუთრებაში არსებული 180 ლოკაცია და მრავალწლიანი გამოცდილება სახმელეთო გადაზიდვების სფეროში სანდო პარტნიორად გვაქცევს. შეიტყვეთ მეტი!
თქვენი ავიატვირთი ჩვენთან უსაფრთხოდაა: უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენი ავიაგადაზიდვების ექსპერტები მუდმივად ადევნებენ თვალს იმას, რომ თქვენი ტვირთი დანიშნულების ადგილას მსოფლიოს მასშტაბით იყოს მიწოდებული ეკონომიურად, დროულად და იდეალურ მდგომარეობაში.
იქნება ეს კონტეინერული ტვირთი თუ ტვირთი, რომელიც განსაკუთრებულ ტრანსპორტირებას მოითხოვს: როგორც საზღვაო ტვირთების გამოცდილი და სანდო გადამზიდავი, ჩვენ ვაწვდით თქვენს ტვირთს სწრაფად და პროფესიონალურად მსოფლიოს ნებისმიერ პორტში თქვენი არჩევანის შესაბამისად.
ტვირთის მატარებლით ტრანსპორტირება მიმზიდველი ალტერნატივა შეიძლება გახდეს. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ სარკინიგზო ლოგისტიკური გადაწყვეტების ფართო სპექტრს გთავაზობთ, რომლებიც ავსებს ჩვენს ავტოგადაზიდვებს და ხელს უწყობს სატრანსპორტო სერვისების გონივრულ გაერთიანებას. თქვენს ტვირთს „სარკინიგზო აბრეშუმის გზით“ აზიასა და ევროპას შორის, ევროპის საზღვაო პორტებში და ავსტრიის შიგნით „Orange Combi Cargo“ სამარშრუტო მატარებლით ვაგზავნით. დაგვიკავშირდით და გაიგეთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ!
ჩვენ ვართ გადაზიდვების დარგში გამოცდილი პარტნიორი ცენტრალური აზიის ქვეყნებში და შემდეგ ჩინეთში. უკვე მრავალი წელია, Gebrüder Weiss-ის საექსპერტო-საკონსულტაციო ცენტრი „Competence Center East plus“ დაკავებულია ამ რეგიონებში სახმელეთო გადაზიდვებით. თქვენ ისარგებლებთ შემოწმებული და სანდო სატრანსპორტო მარშრუტებით „შუა დერეფანში“, პარტნიორთა ჩამოყალიბებული ქსელით და ჩვენი თანამშრომლების ნოუ-ჰაუებით, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურას, კანონებსა და კულტურულ განსხვავებებს.
ჩვენი ექსპერტები პროექტებისა და ყრილი ტვირთების დეპარტამენტიდან ხშირად ასრულებენ გრანდიოზულ ოპერაციებს არასტანდარტული ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა როგორი მსხვილგაბარიტიანი ტვირთის გადატანა გჭირდებათ, იქნება ეს მოცულობითი ფოლადის კომპონენტები, მთლიანი ქარხნები, იახტები თუ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, ჩვენი ექსპერტები გაუმკლავდებიან ამ ამოცანას.