სარკინიგზო ლოგისტიკა

წარმატების გზაზე

ტვირთის მატარებლით ტრანსპორტირება მიმზიდველი ალტერნატივა შეიძლება გახდეს. ამიტომ, სარკინიგზო ლოგისტიკური გადაწყვეტების ფართო სპექტრს გთავაზობთ, რომლებიც ავსებს ჩვენს ავტოგადაზიდვებს და ხელს უწყობს სატრანსპორტო სერვისების გონივრულ გაერთიანებას. თქვენს ტვირთს „სარკინიგზო აბრეშუმის გზით“ აზიასა და ევროპას შორის, ევროპის საზღვაო პორტებში და ავსტრიის შიგნით „Orange Combi Cargo“ სამარშრუტო მატარებლით ვაგზავნით. დაგვიკავშირდით და გაიგეთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ!

Orange Combi Cargo

„Orange Combi Cargo“ ჩვენი ინტელექტუალური სარკინიგზო გადაწყვეტების მაგალითს წარმოადგენს. 2008 წლიდან მატარებელი ყოველდღიურად ბლუდენცსა და ვენას შორის მოძრაობს და ამიტომ ავსტრიაში პუნქტუალური და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის რეპუტაცია მოიპოვა.

ინტერმოდალური გადაზიდვები ევროპაში

საზღვაო გადაზიდვამდე და გადაზიდვის შემდეგ ტვირთების დიდი მოცულობების გადატანა ასევე რკინიგზით ხორციელდება. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ევროპის ყველა მთავარ საზღვაო პორტთან რეგულარული კავშირებით სარგებლობა.

სარკინიგზო აბრეშუმის გზა

სარკინიგზო გადაზიდვები არის საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების მიმზიდველი ალტერნატივა, განსაკუთრებით აზიიდან ან აზიის მარშრუტებზე. გამოიყენეთ ჩვენი შთამბეჭდავი ჰაბების ქსელი ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ, ახლავე დაჯავშნეთ ჩვენთან აღმოსავლეთის მიმართულებით სარკინიგზო გადაზიდვა.

საპროექტო ბიზნესი

Gebrüder Weiss-ის სახით გამოცდილი პარტნიორი გეყოლებათ. ეს ასევე ეხება სპეციალური ან მსხვილგაბარიტიანი ტვირთის გადაზიდვას. ჩვენი East Plus-ის საპროექტო განყოფილებას აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საჭიროა თქვენი მსხვილგაბარიტიანი აღჭურვილობის აზიის ქვეყნებში ტრანსპორტირებისთვის.