უპირატესობები

შესანიშნავი პლატფორმა თქვენი კარიერის ასაგებად

Gebrüder Weiss არა მხოლოდ ტვირთებსა და მონაცემებს ამოძრავებს. ჩვენ ხალხიც გადაგვყავს. პროფესიული მობილობის წყალობით, 8600-ზე მეტ მამაკაცსა და ქალს, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ ვთავაზობთ გადაადგილებას. თუ წარმატებულ კარიერისკენ მიისწრაფვით, შეგვიძლია შემოგთავაზოთ შესანიშნავი კომპლექსური პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას, გაზრდის მოქნილობას, დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და თავისუფალი დროის გატარების შესაძლებლობებს მოგცემთ.

თქვენი მდებარეობიდან და თანამდებობიდან გამომდინარე, თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური უპირატესობების მიღებას შეძლებთ. ეს მოიცავს მოქნილი სამუშაო დროსა და საპენსიო უზრუნველყოფას, სამედიცინო მომსახურებასა და ჯგუფურ ღონისძიებებს. ეს სერვისები საფუძველს უყრის ჩვენს კომპანიაში თქვენს წარმატებულ კარიერას.

შესანიშნავი მიზეზებია, რომ შემოგვიერთდეთ 

კორპორატიული კულტურა

ჩვენს თანამშრომლებს ისეთ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, რომელშიც ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ, შეუძლიათ წინ მოძრაობა, გადაწყვეტილებების შემუშავება და პროცესების ფორმირება. ამავე დროს, ჩვენ ვითხოვთ თანამშრომლებისაგან მაღალი დონის თავდადებას, საქმისადმი ერთგულებას და პირადი ინიციატივის გამოვლენას. ერთად დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია.

MyOrangeCollege

კლასიკური სტაჟირების და სწავლების პროგრამებთან ერთად, ასევე ვთავაზობთ ჩვენს თანამშრომლებს 24/7 ონლაინ სერვისს, რომელიც აკავშირებს კოლეგებს მსოფლიოს მასშტაბით.