ბიზნესი

სრული ლოგისტიკური ციკლი ჩვენი მომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოში

კომპანია Gebrüder Weiss თავისი მრავალწლიანი გამოცდილებითა და ძლიერი საერთაშორისო გუნდით, მთელ მსოფლიოში მუშაობს, ასრულებს ტვირთების გადატანას ყველა მიმართულებით და ყველა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით. გარდა ამისა, ჩვენი ექსპერტები მობილობისა და ლოგისტიკის სფეროში ავითარებენ გადაწყვეტებს, რომლებიც წარმოების, კომერციისა და ტრანსპორტირების პროცესებს აერთიანებს, რაც ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს სრულყოფილად შეესაბამება. ამგვარად, ჩვენ ვზრდით ეფექტიანობას, ვამცირებთ ჩვენი მომხმარებლების ხარჯებს და მათ კონკურენტულ უპირატესობებს უზრუნველვყოფთ. 

დირექტორთა საბჭო

პასუხისმგებლიანი მოქმედებებით მომავლის ფორმირება.

ვოლფრამ ზენგერ-ვაისი

აღმასრულებელი დირექტორი

ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ვოლფრამ ზენგერ-ვაისი Berndorf AG-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ასისტენტად მუშაობდა და აშშ-ში დამწყები კომპანიის ხელმძღვანელობაში შედიოდა. INSEAD-ის ასპირანტურის დასრულების და MBA-ის ხარისხის მიღების შემდეგ, 2003 წელს მან Gebrüder Weiss-ის კორპორატიული კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. 2005 წელს იგი მმართველი საბჭოს წევრად დაინიშნა, სადაც ფინანსების, სამართლის, ინვესტიციების, შერწყმისა და შთანთქმის მიმართულებებზეა პასუხისმგებელი. 2012-2018 წლებში ის ავსტრიის სატვირთო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ასოციაციის Zentralverband Spedition & Logistik-ის პრეზიდენტი იყო. 2019 წლის 1 იანვრიდან ვოლფრამ ზენგერ-ვაისი არის Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელი დირექტორი და ასევე სახმელეთო ტრანსპორტისა და გაყიდვების მიმართულებაზეა პასუხისმგებელი.

პიტერ კლოიბერი

მმართველი საბჭოს წევრი 

ინსბრუკის უნივერსიტეტში ბიზნესის და ასისტენტის საქმიანობის სფეროში სწავლის დასრულების შემდეგ, 1990 წელს პიტერ კლოიბერმა Gebrüder Weiss-ის კორპორატიული და ადამიანური რესურსების განვითარების განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1997 წლიდან მმართველი საბჭოს წევრია და პასუხისმგებელია ამანათების მომსახურებაზე (GWP, DPD Austria, primetime, Fashionet), ლოგისტიკის განვითარებაზე, ახალ ბიზნესზე (xvise, dical), IT სერვისებზე, ადამიანურ რესურსებზე და ასევე. კორპორაციულ კომუნიკაციებზე.

იურგენ ბაუერი

მმართველი საბჭოს წევრი

იურგენ ბაუერმა კარიერა Gebrüder Weiss-ში 1991 წელს დაიწყო. 2002-2008 წლებში ვენის ფილიალს ხელმძღვანელობდა. 2008 წელს ბიზნესის მართვის (BA) ფაკულტეტის კურსდამთავრებული აღმოსავლეთის რეგიონულ მენეჯერად დაინიშნა და ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში MBA ხარისხი მიიღო. 2019 წლიდან იურგენ ბაუერი არის მმართველი საბჭოს ევროპის სახმელეთო ტრანსპორტის, HSEQ, საბაჟო და შესყიდვების მიმართულებების აღმასრულებელი დირექტორი.

ლოთარ თომა

მმართველი საბჭოს წევრი 

ლოთარ თომა 2020 წლის 1 იანვრიდან Gebrüder Weiss-ის მმართველი საბჭოს წევრია და საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების განყოფილებაზეა პასუხისმგებელი. ფრაიბურგში (გერმანია) ბიზნესის სპეციალობაზე სწავლის დასრულების შემდეგ ლოთარ ტომამ იქვე დოქტორის ხარისხი მიიღო. მისმა დისერტაციამ თემაზე „ქალაქის ლოგისტიკა“ მას „magna cum laude“ ჯილდო მოუტანა. შემდგომში ბადენ-ვიურტემბერგის მკვიდრი არაერთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიაში მუშაობდა, ხოლო ბოლო დროს, მსოფლიო ბაზარზე მომუშავე შვეიცარიული ლოგისტიკური კომპანიის აღმასრულებელ დირექტორის თანამდებობას იკავებდა.