Gebrüder Weiss 2017 წ. მის საერთაშორისო ქსელს აძლიერებს

მარტი 01, 2018

ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა დაახლ. 65 მილიონამდე / ბრუნვაზე მიღებული იქნა 14 პროცენტიანი ნამატი / იზრდება მთლიანი E-Commerce (ელექტრონული კომერცია) და „სახლში მიწოდება“ („Home Delivery“) 

საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა კომპანიამ Gebrüder Weiss-მა გასული, 2017 წელი დაასრულა ბრუნვის 14 პროცენტიანი ნამატით.  ამგვარად წინასწარი დათვლებით წმინდა ბრუნვა დაახლ. 1,55 მილიარდ ევროს შეადგენს. შედარებისთვის წინა წელს აღნიშნული შეადგენდა 1,36 მილიარდ ევროს. პოზიტიური ბალანსისათვის, გარდა დადებითი ეკონომიკური სიტუაციისა გადამწყვეტი იყო ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში რეგიონალური გაფართოება და ასევე სამხრეთ გერმანიაში კომპანიის მიერ განხორციელებული მომგებიანი შენაძენები. საერთო ჯამში Gebrüder Weiss-მა თავისი ქსელის გაფართოებაში 65 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და ამით წინა წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა გააორმაგა (2016: 32,7 მილიონი ევრო).

„ახალი ლოკაციებით, პერსონალზე და ინფრასტრუქტურაში მომავალზე ორიენტირებული ინვესტიციების განხორციელებით 2017 წელი გებრიუდერ ვაისისათვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი წელი იყო“, ამბობს ვოლფგანგ ნისნერი, გერბრიუდერ ვაისის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. „ჩვენ გვსურს ჩვენს კლიენტებს მსოფლიო მასშტაბით მივაწოდოთ მაღალი ხარისხის ერთიანი სტანდარტი ლოგისტიკაში.  აღნიშნული მთხოვნები ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავხვეწეთ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სახმელეთო სატრანსპორტო და ლოგისტიკური გადაწყვეტილებები, რამაც შესაძლებელი გახადა კონკურენტულ გარემოში გაყიდვების 15,6 პროცენტით - ჯამში 1.041,3 მილიონ ევრომდე გაზრდა.“

აგრეთვე შესაძლებელი გახდა საკუთარი კაპიტალის კვოტის მცირედით გაზრდა რაც ამჟამად 59 პროცენტს შეადგენს, აღნიშნული ხაზს უსვამს კომპანიის მაღალ ფინანსურ სტაბილურობას. თანამშრომლების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 4,7 პროცენტით გაიზარდა და 6.724 (სრული განაკვეთის ეკვივალენტ) თამშრომელს მიაღწია.

გლობალური ქსელის კონსოლიდაცია
2017 წელს კომპანიამ ტრანსატლანტიკური ქსელის გაფართეობისათვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. შეერთებულ შტატებში დაფუძნდა კომპანიის კუთვნილი ორგანიზაცია, რომლის ცენტრალური ოფისიც ჩიკაგოში მდებარეობს და ასევე გახსნა ოფისები ნიუ-იორკში, ატლანტაში, ბოსტონში, დალასსა და ლოს ანჟელესში. კომპანიამ თავისი წარმომადგენლობა ასევე ჩინურ სავაჭრო ცენტრებში გაზარდა: ჰონგ-კონგში, შენზენში, სანჯიანგსა და გუანჯოუში ოთხი ოფისის მეშვეობით გებრიუდერ ვაისმა გააფართოვა საკუთარი აღმოსავლეთ აზიის ქსელი და ამ დროისთვის მხოლოდ ჩინეთში 18 ფილიალი გააჩნია, რომელთა მეშვეობითაც კლიენტებს საჰაერო და საზღვაო სერვისის გარდა ასევე ლოგისტიკური გადაწყვეტილებებს და ადგილობრივ დისტრიბუციას სთავაზობს. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ყოფილ აბრეშუმის გზაზე არსებული წყვეტა შეივსო ერევანში, სომხეთში, წარმომადგენლობითი ოფისის გახსნით. არაბეთის ნახევარკუნძულზე გებრიუდერ ვაისმა გახსნა კიდევ ერთი ფილიალი აბუ-დაბიში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

გერმანიაში გებრიუდერ ვაისმა გახსნა ოთხი ახალი საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების ოფისი ჰამბურგში, დიუსელდორფში, ფრანკფურტსა და მიუნჰენში. სამხრეთ გერმანიის სახმელეთო ტრანსპორტის ქსელი გაფართოვდა გერმანული სატრანსპორტო კომპანიის Erich Bogdan GmbH & Co. KG (DTC) შემოერთებით, რომლის სათაო ოფისიც ნიურნბერგში მდებარეობს. ტიროლში გებრიუდერ ვაისის ქსელს როგორც 100 პროცენტიანი შვილობილი შემოუერთდა ღონისძიებათა და რელოკაციის ლოგისტიკის ექსპერტი კომპანია კაპელერი. გარდა ამისა, კომპანიამ გააფართოვა თავისი ლოგისტიკური ობიექტები ავსტრიის, ჩეხეთისა და რუმინეთის რამდენიმე ფილიალში.

მოთხოვნა ინტეგრირებულ სერვისზე
ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ლოგისტიკის დარგში წარმატებისკენ სწრაფვა მხოლოდ ქსელის გაფართოებით არ შემოიფარგლება. ასევე შეიქმნა დამატებითი მომსახურების პორტფოლიო. „დღეისათვის ლოგისტიკის მთლიანი ჯაჭვის ფლობა მრავალ გლობალურ კომპანიას გადამწყვეტ საკონკურენციო უპირატესობებს სთავაზობს“, განმარტავს ნისნერი. „აქედან გამომდინარე ჩვენი კლიენტების რაოდენობის გაზრდისას ჩვენ ვმოქმედებთ არა მხოლოდ კლასიკური სატრანსპორტო კომპანიის მიდგომით.“ უფრო მეტიც, დღეს არსებობს მოთხოვნა დარგისათვის სპეციფიკური ლოგისტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე. აქედან გამომდინარე კომპანიამ High-Tech-ისა და Automotive-ის სფეროებისათვის შექმნა საკუთარი კომპეტენციის ჯგუფები, რომლებიც აღნიშნული ინდუსტრიული დარგების სპეციალური მოთხოვნების ანალიზითა და მათთვის ერთიანი ლოგისტიკური გადაწყვეტილებების შემუშავებით არიან დაკავებულნი. ტექნოლოგიური კომპანიებისთვის განკუთვნილი სერვისების რიცხვს ტრადიციული სასაწყობე, შესყიდვისა და დისტრიბუციის ლოგისტიკის გარდა ასევე უსაფრთხოების კონცეფციები და ტექნიკური დისტრიბუცია მიეკუთვნება, მათ შორის დიდი ელექტრონული აპარატურის ინსტალაცია. Automotive სფეროს სერვისის პორტფოლიო სხვა სერვისთა შორის მოიცავს საწარმოში Just-in-Time-მიწოდებას, Inhouse-ლოგისტიკასა და საერთაშორისო გადამზიდავის სტატუსით მთლიანი რეგიონების ტრანსპორტირებით მომსახურებას.

„Home Delivery“ სფერო ასევე ერთერთი ზრდადი მიმართულებაა. პროდუქტი GW pro.line home - ის მეშვეობით გებრიუდერ ვაისი უზრუნველყოფს სრულ ლოგისტიკურ სერვისს საბოლოო მომხმარებლის ჩათვლით. აღნიშნული მომსახურებით გასულ წელს ძირითადად ელექტრო და ავეჯის მაღაზიებმა, ასევე E-Commerce კომპანიებმა წარმატებით ისარგებლეს. ამგვარად ლოგისტიკის ექსპერტმა დაახლოებით 300.000 განხორციელებული გზავნილით 2017 წელსაც შესძლო თავისი პოზიციების გამყარება ბიზნესის ამ სფეროში, როგორც ავსტრიის წამყვანმა მოთამაშემ. ავსტრიის პარალელურად GW pro.line home-სერვისი ამჟამად გაფართოვდა ჩეხეთში, სერბიაში, ხორვატიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში.

დამატებითი ინოვაციური სერვისების მეშვეობით კერძო კლიენტების რაოდენობა ასევე ცხრა პროცენტით გაიზარდა გებრიუდერ ვაისის ამანათების მომსახურების (GWP) მიმართულებაში, სადაც ის DPD Austria-ის წევრს წარმოადგენს. მთლიანობაში DPD ავსტრიაში დაფიქსირდა ამანათების რაოდენობის ზრდა სამი მილიონიდან მთლიანობაში 46,5 მილიონ ამანათამდე.

გებრიუდერ ვაისის შვილობილი კომპანია inet-logistics წილის უდიდესი ნაწილი  2017 წლის შუა პერიოდში Castik Capital-ის მიერ იქნა შესყიდული. ლუქსემბურგის განვითარების ფონდის დამატებითი კაპიტალის მეშვეობით პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია აპირებს Cloud-based ტრანსპორტის მენეჯმენტის სისტემებისა და ტვირთების სერვისის პორტალების მიმართულებაში მსოფლიო მასშტაბით მოწინავე პოზიციის დაკავებას. 

Media

დააწექით კონტაქტს
Merlin Herrmann

Merlin Herrmann

press@gw-world.com

+43.5574.696.2169