myGW

Gebrüder Weiss-ის მომხმარებლის პორტალი.

myGW თქვენი პირდაპირი კავშირია ჩვენთან. შეკვეთების მართვა, გადაზიდვების თვალყურის დევნება, დოკუმენტების მართვა ან ყველა სახის მოთხოვნა – myGW აადვილებს თქვენს ყოველდღიურ მუშაობას.

myGW-ის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა ყველა თქვენს მონაცემზე ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან: სწრაფად, გამჭვირვალედ და მარტივად. გამჭვირვალე კომუნიკაციის პროცესებისა და რეალური დროის რეჟიმში ინფორმაციის მიღების წყალობით, თქვენი მიწოდების ჯაჭვის გამჭოლ თვალსაჩინოებას უზრუნველვყოფთ. და ეს ყველაფერი ერთ პორტალზეა გაერთიანებული. ახლავე შედით სისტემაში და ისარგებლეთ მრავალი უპირატესობით!

myGW-ში შესვლა

ჯერ არ გაქვთ ლოგინი? 
მაშინ ახლავე დაუკავშირდით თქვენს რეგიონალურ წარმომადგენელს.

Youtube Video

ტვირთის ადგილმდებარეობის დადგენა

ინფორმაცია თქვენი გადაზიდვის სტატუსის შესახებ რეალური დროის რეჟიმში: myGW გაჩვენებთ მიმდინარე სტატუსს, მდებარეობას და ასევე თქვენი ტვირთის ჩასვლის სავარაუდო დროს.

  • თქვენი გადაზიდვების მარტივი მიმოხილვა
  • ETA (ჩასვლის სავარაუდო დრო) რეალური დროის რეჟიმში
  • გაუზიარეთ ტვირთის ადგილმდებარეობის სტატუსი მესამე მხარეებს ბმულის საშუალებით

კომუნიკაცია

ჩვენ მუდამ თქვენს სამსახურში ვართ: მოთხოვნები შეკვეთების, ინვოისების შექმნის ან ზოგადი შეკითხვების შესახებ – myGW არის თქვენი პირდაპირი ხაზი, რომლითაც სწრაფად დაგვიკავშირდებით. გამჭვირვალე საკომუნიკაციო ნაკადები მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას ახდენს.

  • გამჭვირვალე კომუნიკაცია მიმდინარე სტატუსის ჩათვლით
  • ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას

დოკუმენტების მართვა

ყველა დოკუმენტი ერთ ადგილას: myGW გაძლევთ თქვენს ინვოისებზე ონლაინ რეჟიმში წვდომას. გარდა ამისა, ყველა შესაბამისი დოკუმენტი, როგორიცაა მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი (POD), მოხერხებულად იქნება მიბმული თქვენს შეკვეთებზე. 

  • ინვოისები - მარტივად და ქაღალდის დოკუმენტების გარეშე
  • PDF-ფაილების ჩამოტვირთვის ფუნქცია

დასაწყობება

სასაწყობო ლოგისტიკის თვალის დევნება: შეკვეთების სისტემატიზებული სია და მარაგების შესახებ ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში სამუშაო პროცესების გამჭვირვალობას და მოქნილობას უზრუნველყოფს.

  • მიმდინარე მარაგების შესახებ ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში ერთი დაწკაპუნებითაა ხელმისაწვდომი
  • თქვენი შენახვისა და გატანის შეკვეთებზე ონლაინ-წვდომა
  • ინფორმაცია საქონლის მოძრაობის შესახებ რეალური დროის რეჟიმში

ელექტრონული დაჯავშნა

ინტერნეტის მეშვეობით შეკვეთების მარტივი მართვა: დაჯავშნეთ თქვენი გადაზიდვები ელექტრონულად ძალიან მარტივი პროცედურის გამოყენებით. ეს საშუალებას მოგცემთ, სადაც არ უნდა იყოთ, მუდმივად თვალი ადევნოთ თქვენს შეკვეთებს და ამასობაში დრო დაზოგოთ.

  • დაჯავშნეთ გადაზიდვები ინტერნეტის მეშვეობით მარტივი პროცედურის გამოყენებით
  • დავალებებისა და შეკვეთების მოქნილი მართვა
  • დაჯავშნის სტანდარტიზებული შაბლონები
  • თქვენი შეკვეთების დოკუმენტების მართვა

რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები

  • 01
  • 02
  • 03
რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები
myGW ამარტივე ჩვენს მუშაობას და უზომოდ ზრდის კომუნიკაციის ხარისხს.
ტობიას სეიბოლდი, Husqvarna Logistics GmbH
Logo
რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები
კვალიფიციური და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთა მომსახურების მთავარ მიზანს წარმოადგენს. myGW-თან ერთად ყოველთვის უპრობლემოდ იმუშავებთ!
ბერნადეტ ნიმანი, Kärcher ავსტრია
Logo
რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები
ETA გვაძლევს საშუალებას ჩვენს კლიენტებს ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში შევთავაზოთ და შესაბამისად, დაგეგმვის საიმედოობის უმაღლესი დონე უზრუნველვყოთ.
რობერტ ბერნჰარდი, Sika Österreich GmbH
Logo

გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია?