საჰაერო გადაზიდვები

იფრინეთ მაღლა Gebrüder Weiss-ის ავიაგადაზიდვების სერვისებთან ერთად

თქვენი ავიატვირთი ჩვენთან უსაფრთხოდაა: უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენი ავიაგადაზიდვების ექსპერტები მუდმივად ადევნებენ თვალს იმას, რომ თქვენი ტვირთი დანიშნულების ადგილას მსოფლიოს მასშტაბით იყოს მიწოდებული ეკონომიურად, დროულად და იდეალურ მდგომარეობაში.

ჩვენ ყოველდღე ვემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვან ავიატვირთების ცენტრებს, სადაც ჩვენი ექსპერტები ამუშავებენ და აგზავნიან თქვენს ტვირთებს. მუდმივი მონიტორინგის სისტემები უსაფრთხოების დამატებით დონეს უზრუნველყოფს. ჩვენ ასევე სიამოვნებით გაგიზიარებთ ინფორმაციას ადგილობრივი მოთხოვნების შესახებ, როგორიცაა საბაჟო წესები და ტრანსპორტის დაზღვევა და დაგეხმარებით საჭირო დოკუმენტების მიღებაში. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენგან რას მოითხოვთ, მზად ვართ უსაფრთხო, მოქნილი და საიმედო ავიატვირთების გადაზიდვის გადაწყვეტა მოგაწოდოთ.

ტვირთების გადამზიდველზე დიდ იმედებს ამყარებთ? შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ჩვენი კომპეტენციების შესახებ საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების განყოფილებების ექსპერტებისგან.

დაგვიკავშირდით

ჩვენი სერვისები

რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები

  • 01
  • 02
რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები
სერფინგის დაფების მთელს მსოფლიოში გადატანა მარტივ საქმეს არ წარმოადგენს და GW-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია ამ გამოწვევის გამკლავება და ჩვენი ბიზნესისთვის კომპლექსური ლოგისტიკური გადაწყვეტის უზრუნველყოფა.
ლაჩლან კეკვიკი, Surfboard Agency-ის მმართველი დირექტორი
Logo
რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები
Gebrüder Weiss-ის ლოკალური ჰაბის მეშვეობით შეგვიძლია ბევრად უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ, არ არის საჭირო გაყიდვის პუნქტებში სასაწყობო შესაძლებლობების გაზრდა და შეგვიძლია ყოველდღიურად შეკვეთების შესრულება.
იასუკე ვაკინო, Freitag-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი იაპონიაში
Logo