ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას მრავალი თაობის განმავლობაში. 2012 წელს წარმოვადგინეთ ქცევის კოდექსი, ჩვენი ეთიკური პოზიციის ასაღნიშნად. კოდექსი აყალიბებს სავალდებულო მორალურ ნორმებს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის და ქმნის საფუძველს კოლეგებთან, მომწოდებლებთან, პარტნიორებსა და მომხმარებლებთან თანამშრომლობისთვის.
GW სამართლიანი კონკურენციისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების ერთგულია, როგორც მოსახლეობასთან, ასევე გარემოსთან მიმართებაში: კომპანია არ უშვებს დისკრიმინაციასა და ბავშვთა შრომის გამოყენებას, მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს და იღებს ზომებს დასაქმების უზრუნველსაყოფად, შრომისა და გარემოს დასაცავად. ამ მიზნის მისაღწევად ფოკუსირებული ვართ სოციალურ დიალოგზე, ნარინჯისფერ სამყაროში ყველა ადამიანის უნარსა და მისწრაფებებზე - „აკეთე ის, რაც სწორია და შენს მაგალითს სხვები მიჰყვებიან“. (რიჩარდ გ. სკოტი)