წინამდებარე პოლიტიკა იყო შემუშავებული აღნიშნული ვალდებულების მხარდასაჭერად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კონვენციის პრინციპებსა და მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გზით, უცხოელი სახელმწიფო მაღალჩინოსნების მექრთამეობასთან ბრძოლის შესახებ, საერთაშორისო საქმიან გარიგებებში (OECD-ის კონვენცია) და მეორადი კანონმდებლობის დაცვით, მათ შორის ავსტრიის კანონის „კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (Korruptionsstrafrechtsänderungsgesetz, KorrStrÄG) 2012 ფედ. სამართლის ჟურნ. # I 61, აშშ-ს კანონის „საზღვარგარეთ კორუფციული შესახებ“ (FCPA) და გაერთიანებული სამეფოს კანონის „მექრთამეობასთან ბრძოლის შესახებ“, 2010 წ. მოცემული და სხვა ეროვნული კანონები მსოფლიოს მასშტაბით კრძალავს ან ზღუდავს თანხის ან რაიმე ღირებულის გადაცემას, პირდაპირ თუ ირიბად, სახელმწიფო მოხელეებისთვის, მომხმარებლების წარმომადგენლებისა თუ პოლიტიკური პარტიებისთვის და მოითხოვს კომპანიის აქტივების განკარგვასა და ბუღალტრული აღრიცხვის მკაცრ კონტროლს.
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება GW-ის ყველა ხელმძღვანელზე, ოფიციალურ პირსა თუ თანამშრომელზე, მის შვილობილ კომპანიებსა თუ ფილიალებზე, რომლებზეც GW-ის გააჩნია პირდაპირი კონტროლი, ასევე, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, რომლებიც მოქმედებენ GW-თვის ან მისი სახელით. GW შეეცდება დანერგოს არსებული ან ნებისმიერი ექვივალენტური პოლიტიკა კომპანიებში, რომლებშიც GW-ს აქვს საკუთრების წილი, მაგრამ არ აკონტროლებს საქმიანობას. გარკვეულ გარემოებებში, GW-მ მიიღო ზომები, რომლებიც კიდევ უფრო შემზღუდველია, ვიდრე ამას კანონი მოითხოვს, GW-ის ეთიკური ღირებულებების ვალდებულებისა და მსოფლიო მასშტაბით მისი საქმიანი რეპუტაციის გამო. ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცედურები ჩართულია მესამე პირების მართვის პროგრამაში.