კომპანია Gebrüder Weiss აფართოებს კავშირებს ახალ აბრეშუმის გზაზე

აგვისტო 09, 2022

როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების პროვაიდერი სულ უფრო მეტად ორიენტირებულია ისტორიული სავაჭრო მარშრუტის „შუა დერეფანზე“ / ლოგისტიკური ცენტრები თბილისსა და ალმათში საერთაშორისო და რეგიონული საქონლის გადაზიდვების ცენტრებად გვევლინება 

მოთხოვნის მუდმივი ზრდის გათვალისწინებით, კომპანია Gebrüder Weiss აფართოებს სატრანსპორტო კავშირებს ახალი აბრეშუმის გზაზე ევროპას, თურქეთსა და ჩინეთს შორის საქონელის გადასაზიდად. აქ ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ისტორიული სავაჭრო გზის „შუა დერეფნის“ მარშრუტებზე, რომლებიც გადის თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით ჩინეთში. ეს მარშრუტი გეოგრაფიულად უფრო მოკლეა და პირდაპირ უკავშირდება მომსახურებას, რომლებსაც კომპანია Gebrüder Weiss ყოველდღე ახორციელებს დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, თურქეთისა და თბილისის (საქართველოს) ტერიტორიებზე. კომპანია Gebrüder Weiss-ის ლოგისტიკური ცენტრები თბილისსა და ალმათში (ყაზახეთი) მომავალში იქცევა საქონლის ტრანსპორტირების ცენტრალურ პუნქტებად, საიდანაც მოხდება მათი გადაზიდვა საგზაო, საზღვაო ან სარკინიგზო ტრანსპორტით ახალი აბრეშუმის გზაზე, სხვა მარშრუტებთან ერთად, შუა აზიის ქვეყნებში ან თუნდაც ჩინეთამდე. 

კომპანია ემზადება სატრანსპორტო სიმძლავრეებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდისთვის და ამიერიდან ამ მარშრუტზე მეტ სატვირთო გადაზიდვებს შემოგთავაზებთ. „ჩვენ ველით, რომ საგზაო ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან ჩინეთი ხელახლა ხსნის საზღვრებს, რომელიც დახურა კორონავირუსის გამო. ის ფაქტი, რომ ჩვენ გავაფორმეთ გრძელვადიანი ხელშეკრულებები სანდო რეგიონულ პარტნიორებთან, ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს საკმარისი სივრცე ტვირთისთვის, რეგულარული მომსახურება და ტრანსპორტირების მისაღები დრო“, — ამბობს თომას მოზერი (Thomas Moser), კომპანია Gebrüder Weiss-ის დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი შავი ზღვის/დსთ-ს ქვეყნებში. 

კომპანია Gebrüder Weiss უკვე 20 წელზე მეტია სატრანსპორტო და ლოგისტიკური გადაწყვეტებით მხარს უჭერს სამრეწველო და სავაჭრო ოპერაციებს ტრადიციულ სავაჭრო გზის მზარდ ბაზრებზე და ბაზებად იყენებს საკუთარ ფილიალებს თურქეთში, საქართველოში, სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ჩინეთში. სწორედ აქედან კომპანია Gebrüder Weiss უწევს ორგანიზებას პირდაპირ კავშირებს ევროპასა და აზიას შორის და ასევე მომსახურებას შუა აზიის ქვეყნებში.  ეს მომსახურება მოიცავს საავტომობილო და სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს, განბაჟებას, სასაწყობო ლოგისტიკას და ციფრულ სერვისებს.

Media

დააწექით კონტაქტს
Merlin Herrmann

Merlin Herrmann

press@gw-world.com

+43.5574.696.2169