Gebrüder Weiss მხარს უჭერს კლიმატის ექპედიციას “გრენლანდიის პროექტი”.

მაისი 01, 2024

ლოგისტიკური კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას და აღჭურვილობას ერთთვიანი სამეცნიერო ექსპედიციისთვის, რომლითაც საერთაშორისო კვლევით ჯგუფს სურს მოიპოვოს ახალი მონაცემები  მყინვარების დნობის შესახებ.

გრენლანდია მრავალი წლის განმავლობაში იყო კლიმატის კვლევის ყურადღების ცენტრში, იმის გამო, რომ კუნძული მსოფლიოში ერთერთი უდიდესი ყინულის ტერიტორიაა, ის მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილებების მიმართ. ამიტომ გრენლანდია განსაკუთრებით საინტერესო ადგილია მეცნიერებისთვის. ამ ფონზე, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი, მათ შორის ორი მეცნიერი, ექიმი და ფოტოგრაფი,  იწყებს საფეხმავლო მისიას, ყინულის სისქის ინტერვალური გაზომვებისთვის. ამ  უნიკალურ და მდგრად ექსპედიციას მხარს  უჭერს საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი აღჭურვილობის ტრანსპორტირებას.

„როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ  წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას, მიგვაჩნია, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა მხარი დავუჭიროთ მსგავს კვლევით ინიციატივებს, როგორიცაა გრენლანდიის პროექტი. ექსპედიცია მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, რაც მომავალში დაგვეხმარება გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში.“  - ამბობს ვოლფრამ ზენგერ-ვაისი. Gebrüder Weiss-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.

კერძოდ, კვლევითმა ჯგუფმა გადაწყვიტა გრენლანდიის დაახლოებით 70 ჩრდილოეთ განედის გაყოლებით გადაკვეთა.  ეს ხაზი აკავშირებს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებულ პუნქტს კანგერლუსუაკს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე იზოტოკთან. ყინულის სისქის გაზომვები ტარდება დამაკავშირებელი ხაზის გასწვრივ რეგულარული ინტერვალებით, წინა გაზომვებთან შედარებითი მნიშვნელობების მისაღებად. მთლიანობაში პროექტის გუნდი დაფარავს 600 კილომეტრს (373 მილს) ციგებით და თხილამურებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კვლევა, რომელიც არსებითად ფოკუსირებულია კლიმატზე და მყინვარების დნობაზე, იყოს რაც შეიძლება კლიმატ-ნეიტრალური. ამ მყიფე ეკოსისტემაში საფეხმავლო ექსპედიციის ჩატარება საშუალებას იძლევა გაზომვები განხორციელდეს  ბევრად უფრო ეკოლოგიურად, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა ვერტმფრენით და უფრო დიდი სიზუსტით, ვიდრე შესაძლებელი იქნებოდა თანამგზავრით - ხაზს უსვამს ნიკლას მარკი ჰაინეკე, ფოტოგრაფი და გრენლანდიის პროექტის თანადამფუძნებელი. ჩვენ შეგვიძლია Gebrüder Weiss-ის მხარდაჭერით დავეყრდნოთ საიმედო აღჭურვილობას ამ არასტუმართმოყვარე გარემოში.

კვლევის შეგედეგები რომლებიც შემდგომ უფრო დეტალურად იქნება გაანალიზებული ავსტრალიის Sunshine Coast-ის უნივერსიტეტში, გლობალური მნიშვნელობის მატარებელი იქნება და გაუზიარებს ინფორმაციას მკვლევრებს მთელი მსოფლიოდან, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩვენს  ცოდნას.

ერთთვიანი ექსპედიციის მიზანია მოიპოვოს ღირებული ინფორმაცია, გრენლანდიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ტემპერატურის რყევებსა და გლობალურ კლიმატზე გავლენას შორის კავშირის შესახებ. პროექტის შესახებ ინფორმაცია  უახლოეს პერიოდში განთავსდება Gebrüder Weiss-ის სოციალური მედიის არხებზე, დაწყებული საინტერესო კვლევის ანგარიშიდან, გრენლანდიის შტამბეჭდავი სურათებით დამთავრებული. თქვენ გაეცნობით ყველა სხვა ინოვაციურ პროექტს, რომელსაც ლოგისტიკური კომპანია მხარს უჭერს.

ახლახან Gebrüder Weiss-მა ავსტრიის კოსმოსური ფორუმის (OeWF) მარსის ანალოგური მისიის AMADEE-24 აღჭურვილობის ტრანზპორტირება უზრუნველყო სომხეთში

Media

დააწექით კონტაქტს
Merlin Herrmann

Merlin Herrmann

press@gw-world.com

+43.5574.696.2169