თბილისი/ერევანი, 07ივნისი 2017. Gebrüder Weiss განაგრძობს საკუთარი წარმომადგენლობითი ქსელის გაფართოებას აბრეშუმის გზის გასწვრივ. ახალმა წარმომადგენლობითმა ოფისმა, რომელიც Gebrüder Weiss-ის საქართველოს თბილისის ფილიალს უკავშირდება, - სომხეთის დედაქალაქის, ერევნის ცენტრში აპრილის დასაწყისში დაიწყო ფუნქციონირება. ახლა უკვე შესაძლებელია კვირაში ორჯერ ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება ავსტრიიდან (ვენა) და გერმანიიდან (ჰანაუ) საქართველოს გავლით სომხეთის მიმართულებით. სახმელეთო გადაზიდვასთან ერთად, კომპანიის სერვისები ასევე საჰაერო და საზღვაო ტვირთების ტრანსპორტირებასაც მოიცავს, რომლებიც Gebrüder Weiss-ის თბილისის ჰაბის მიერ დამუშავდება.
კავკასიის რეგიონში გაფართოება
„ერევანში ჩვენი წარმომადგენლობის მეშვეობით, კავკასიის რეგიონში ჩვენს ქსელს, როგორც ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს კიდევ უფრო ვაფართოებთ“, განმარტავს სტრატეგიულ ნაბიჯს თომას მოზერი, სამხრეთ-აღმოსავლეთ/დსთ-ს ქვეყნების რეგიონული ხელმძღვანელი და დირექტორი. წარმომადგენლობის მიზანია ექპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის სომხეთის ბაზრისკენ გზის გახსნა. ბ-ნი მოზერი ასევე განმარტავს რომ ამავდროულად გეგმაშია ექსპორტის განვითარების გაგრძელება სომხეთიდან ევროპის მიმართულებით.
საუკეთესო სატრანზიტო შესაძლებლობა“ ჩრდილო-სამხრეთი სახმელეთო დერეფანი„სომხეთში, სატრანსპორტო ვითარება არც ისე მარტივია, ზღვასთან პირდაპირი კავშირის არარსებობის გამო, ხოლო დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხარეს გეოგრაფიულად რთულად მისადგომი საზღვრები ქვეყანაში გართულებულ მოძრაობას განაპირობებს. ეს ბუნებრივია ტრანსპორტირების შესაძლებლობებზეც აისახება“, განმარტავს ლოგისტიკური კომპანიებისთვის გეოგრაფიულ სირთულეებს ალექსანდრე ხარლამოვი, Gebrüder Weiss-ის საქართველოს გენერალური დირექტორი, იმპორტის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზღვაო პორტების მეშვეობით და შემდეგ კი საქართველოს გავლით სახმელეთო გზით სომხეთში მიემართება.