Gebrüder Weiss წარმოადგენს ზრდას მთელი ორგანიზაციის მასშტაბით

მარტი 16, 2022

ლოჯისტიკის სპეციალისტი აფართოებს საკუთარ ქსელს, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, წმინდა გაყიდვების 2.5 მილიარდ ევრომდე გაზრდით / ონლაინ ვაჭრობის დიდი მოთხოვნა/ 112 მილიონი ევროს ინვესტირებით მზარდ ობიექტებზე/ ციფრულ მომსახურებებსა და მწვანე ლოგისტიკაზე ყურადღების გამახვილებით.

საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა კომპანიამ Gebrüder Weiss-მა, გამოაქვეყნა ინფორმაცია, 2021 ფინანსური წლის განმავლობაში 2,54 მილიადი ევროს ოდენობით წმინდა გაყიდვების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ასახავს წლიურ ზრდას 43 პროცენტის ოდენობით (2020წ.: 1,77 მილიარდი ევრო). აღნიშნული ზრდიდან 70 პროცენტზე მეტი, გამომდინარეობდა საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებიდან. ტვირთტევადობის გლობალური მასშტაბით დეფიციტი აისახა სატრანსპორტო კომპანიებზე და ავიაკომპანიებმა კვლავ გაზარდეს ფასი. აღნიშნული ფასების მიღების ფაქტი წარმოადგენს კომპანია Gebrüder Weiss-ში ზრდის ძირითად ფაქტორს, თუმცა აღნიშნულმა ასევე გამოიწვია განსაკუთრებული პრობლემები.

„2021 წელი იყო კიდევ ერთი განსაკუთრებული წელიწადი და გამოირჩეოდა დიდი ცვალებადობით. კომპანიაზე დიდი გავლენა იქონია, ტვირთტევადობის შეზღუდულ შესაძლებლობასა და დიდ მოთხოვნას შორის შეუსაბამობამ. აღნიშნული მოითხოვდა ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვან ძალისხმევასა და გულმოდგინებას, რათა დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენი მომხმარებლებისთვის მიგვეღო, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სათანადო გადაწყვეტილებები. მე ვამაყობ ჩვენი თანამშრომლების მიღწევებით არსებულ რთულ პირობებში“, ამბობს ვოლფრამ ზენგერ-ვაისი, Gebrüder Weiss-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.

მისი მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, 2021 წელს კომპანიამ უზრუნველყო, დამატებითი ჩარტერული საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება, ე.წ. "Preighters"-ის, სამგზავრო თვითმფრინავის გამოყენებით.  2020 წლის ბოლოს, გერმანიაში, პოლონეთსა და მალაიზიაში Ipsen Logistics-ის შეძენა, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს გლობალურ ქსელში. საერთო ჯამში, საჰაერო, საზღვაო და ლოჯისტიკის განყოფილებამ წარმოადგინა, 1,030 მილიონი ევროს ოდენობის (2020წ.: 470 მილიონი ევრო) წლიურ გაყიდვები.

სახმელეთო ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განყოფილებამ წლის ბოლოსათვის მიაღწია გაყიდვების 16 პროცენტამდე, 1,277 მილიონი ევროს (2020წ.:1,104 მილიონი ევრო) ფარგლებში. ეფექტურობის გაზრდის მიზნით, Gebrüder Weiss-მა განავითარა ინოვაციური ტექნოლოგიები, გადაზიდვების დაგეგმარების, გადაზიდვისა და დატვირთვის/ტვირთის განსაზღვრის მიზნით; ინტერმოდალური გადაზიდვების ხაზი მოეწყო, ვენიდან გერმანიის რურის რეგიონის მიმართულებით. სახმელეთო სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფმა ყველა ჯგუფმა წარმოადგინა, ტვირთებთან დაკავშირებული ახალი ანგარიშები.

პროდუქციის სახლში მიწოდების სერვისის უზრუნველყოფით, Gebrüder Weiss-მა უზრუნველყო 1,74 მილიონი გადაზიდვა საბოლოო მომხმარებლებისათვის ავსტრიასა და  აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, აღნიშნულ სექტორში ბაზრის შემდგომი გაფართოებით (2020წ.: 1,37 მილიონი მიწოდება). DPD ავსტრიამ, რომელიც ნაწილობრივ Gebrüder Weiss-ის ამანათების სერვისის მფლობელობაშია, 2021 წელს 66.5 მილიონზე მეტი ამანათი მიიტანა მომხმარებლებთან. აღნიშნული მონაცემები ასახავს წლიურ ზრდას 16 პროცენტის ოდენობით; აღნიშნული ძირითადად იმართებოდა ძლიერი კერძო სამომხმარებლო ბიზნესით.

ძლიერი საბაზრო კონიუნქტურა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ბავარიაში Gebrüder Weiss-მა შეიერთა სამხრეთ გერმანიის სახმელეთო ტრანსპორტის ქსელი, გარკვეული შესყიდვების გათვალისწინებით. ბულგარიასა და თურქეთში საქმის კონტროლირებითა და მართვით, იმ დროს როდესაც ახალი ობიექტების დაფუძნება ხდებოდა უნგრეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში და სამხრეთ კორეაში. ლოჯისტიკურმა კომპანიამ ჯამში მოახდინა 112 მილიონი ევროს ინვესტირება, ახალი ობიექტის აგებისა და არსებული ობიექტების გაფართოების კუთხით (2020წ.: 75.6 მილიონი ევრო) - კომპანიის ისტორიაში ინვესტირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. გაფართოებული ქსელი ასევე მოითხოვდა გაცილებით მეტი პიროვნების დასაქმებას: დასაქმებულთა რიცხვმა მოიმატა 8 პროცენტით, დაახლოებით 8,000 თანამშრომლამდე.

14,500 მომხმარებელს ახალ myGW პორტალთან წვდომის საშუალება ეძლევათ
მომხმარებელთათვის ლოჯისტიკის პროცესის ოპტიმიზირების მიზნით, Gebrüder Weiss მაქსიმალურად იხრება ციფრული ტექნოლოგიისკენ: ,,მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში საკმაოდ გაზრდილია პერსპექტივები, სისწრაფის, პროდუქტიულობისა და გამჭირვალეობის კუთხით. ჩვენი myGW პორტალის საერთაშორისო დონეზე მასიური გამოშვება და შემდგომი განვითარება წარმოადგენს მნიშვნელოვან ქვაკუთხედს,“ ამბობს ვოლფრამ ზენგერ-ვაისი.

CO2 ნეიტრალურობის მიღწევა 2030 წლისთვის
ლოჯისტიკის სპეციალისტს განზრახული აქვს, 2030 წლისთვის CO2 ნეიტრალურობის მიღწევა. სწორედ ამ მიზნით, გასულ წელს ლოგისტიკურ ტერმინალებზე, რვა ფოტოელექტრული სისტემა დამონტაჟდა ავსტრიასა და გერმანიაში. მიმდინარე წელს იგეგმება დამატებითი ლოკაციების დამატება. კომპანია ასევე შეიმუშავებს ახალ ტექნოლოგიებს: მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი პირველი წყალბადზე მომუშავე სატვირთო ავტომობილებით, ლოჯისტიკის განყოფილებაში უკვე გამოვლენილია მათი ღირებულება, მაშინ როდესაც გაზზე და ელექტროენერგიაზე მომუშავე, სხვა ალტერნატიული ტექნიკა გამოიყენება, მძიმე ტვირთის გადასაზიდად და პროდუქციის სახლში მიწოდების სერვისის უზრუნველყოფის მიზნით. Gebrüder Weiss-მა წარადგინა ნულოვანი გამონაბოლქვის პროგრამა, რომლის საფუძველზეც საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს, დამატებითი გადასახადის გადახდას, რათა თითოეულ ლიჯისტიკურ მომსახურებაზე მიეცეთ მათ, ნახშირბადის გამოყოფის დაბალანსების შესაძლებლობა.  აღნიშნული სახსრები გამოიყენება, გარემოს დაცვითი სერტიფიცირებული პროექტების მხარდაჭერის მიზნით.

Media

დააწექით კონტაქტს
Merlin Herrmann

Merlin Herrmann

press@gw-world.com

+43.5574.696.2169