2023 წლის ფინანსური ანგარიში: Gebrüder Weiss ინარჩუნებს კურსს

მარტი 07, 2024

ლოგისტიკური კომპანიის წმინდა შემოსავალმა 2,47 მილიარდი ევრო შეადგინა / 187 მილიონი ევროს ინვესტიცია ყველაზე დიდია კომპანიის ისტორიაში / ელექტროენერგიაზე კომპანიის მოთხოვნილების ორი მესამედი D-A-CH რეგიონში დაკმაყოფილებულია მზის ენერგიის საკუთარი წყაროებით 

საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა კომპანიამ Gebrüder Weiss 2023 საფინანსო წელი 2,47 მილიარდი ევროს წმინდა შემოსავლით დაასრულა (2022: 3 მილიარდი ევრო). ამ კლების მიუხედავად, კომპანია 2015-დან 2020 წლამდე არსებული ზრდის ტენდენციას აჭარბებს. ორი წინამორბედი წლის შედეგები, რომლებიც კორონავირუსთან იყო დაკავშირებული, 2023 წელს აღარ შენარჩუნებულა. წმინდა შემოსავალი საჰაერო და საზღვაო სფეროში, რომელმაც 774 მილიონი ევრო შეადგინა, წინა წლებში არსებულ დონეს დაუბრუნდა. ფრახტის უფრო მაღალი ტარიფის გათვალისწინებით, Gebrüder Weiss-მა წინა წელს ამ სეგმენტში 1,27 მილიარდი ევრო გამოიმუშავა. შემოსავალი ასევე სტაბილური იყო სახმელეთო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ბიზნესის სფეროებში და 1,45 მილიარდი ევრო შეადგინა (2022: 1,48 მილიარდი ევრო), ენერგომატარბლებსა და საწვავზე ფასების შემცირების გათვალისწინებით. საკუთარი კაპიტალის წილი 63%-მდე გაიზარდა (2022: 60 %), რაც უზრუნველყოფს კომპანიის კრიზისებთან გამკლავების უნარს და მის პოზიციონირებას, როგორც უსაფრთხო დამსაქმებლისა. 

„მიუხედავად ზოგადი ეკონომიკური პირობებით გამოწვეული სირთულეებისა, ჩვენ შევძელით, დავხმარებოდით ჩვენს კლიენტებს წარმატების მიღწევაში გაყიდვების გლობალურ ბაზრებზე ჩვენი უმაღლესი კლასის სერვისით და გაგვეზარდა Gebrüder Weiss-ის ჩართულობა ახალი ოფისების გახსნით აშშ-სა და გერმანიაში. უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი თანამშრომლების მიერ გამოვლენილი ერთგულებითაა განპირობებული. გეოპოლიტიკურმა კონფლიქტებმა და გლობალური ეკონომიკური წარმოების ვარდნამ უარყოფითი გავლენა მოახდინა გადაზიდვების შემოსავლებსა და მოცულობაზე. ჩვენი სტაბილური ფინანსური მდგომარეობა იმას ნიშნავდა, რომ 2023 წელს ჩვენ მაინც შევძელით ყოვლისმომცველი საინვესტიციო პროგრამის განხორციელება, როგორც ლოკაციების, ასევე სერვისების გაფართოების კუთხით“, – ამბობს ვოლფრამ ზენგერ-ვაისი, Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელი დირექტორი. ბევრი პროექტი, რომელიც COVID-19-ის შედეგად გადაიდო, ახლა შეიძლება 2023 წელს განხორციელდეს.  

ინვესტიციები ქსელის გაფართოებაში 
187 მილიონი ევროს რეკორდული ინვესტიციით Gebrüder Weiss-მა არსებითად გააფართოვა თავისი ქსელი გერმანიის და აშშ-ის ბაზრებზე ისევე, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახდენდა რა ამავდროულად ინვესტირებას  პროექტებში და მდგრადი ენერგიის გამომუშავებაში. კერძოდ, ბავარიაში, ლოგისტიკურმა კომპანიამ გაამყარა თავისი პოზიციები ბაიროითში, კონრადსროითსა და ნიურნბერგში შთანთქმებისა და უძრავი ქონების შესყიდვის გზით და ახალი სატრანსპორტო-საექსპედიციო ტერმინალის მშენებლობით შტრაუბინგში. აშშ-ის ქსელი გაფართოვდა და ახლა მოიცავს ლოკაციებს მაიამისა და ლარედოში (ტეხასი). სხვა საინვესტიციო პროექტები მოიცავდა მეორე ლოკაციის გახსნას ბუქარესტში, ლოგისტიკური ტერმინალის გაფართოებას უნგრეთში და ახალი ლოგისტიკური საწყობის მშენებლობას გრაცსა და როიტში (ტიროლი). შესყიდვების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა 180 ლოკაციაზე მთელს მსოფლიოში 8 600-მდე გაიზარდა (2022: 8 400). თავისი ქსელის გაფართოების პარალელურად, Gebrüder Weiss ასევე ახორციელებს ინვესტიციებს მიწოდების ჯაჭვის მართვის გაციფრულებაში. საწყობის ანალიზის ფუნქციები (Warehouse Analytics) დაემატა მომხმარებელთა  პორტალზე myGW. პორტალი მიწოდების მთელი ჯაჭვის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და ცენტრალური საინფორმაციო და საკომუნიკაციო პლატფორმის სახით მოქმედებს მომხმარებლებისა და მათი გლობალური გადაზიდვებისთვის, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რეალურ დროში თვალყურის დევნიდან დაწყებული ჩამოსვლის სავარაუდო დრომდე (ETA). 

განახლებადი ენერგიის მეტი წყარო  
კომპანიამ მიაღწია პროგრესს საკუთარი ბიზნეს საქმიანობის დეკარბონიზაციაში. ელექტროენერგიაზე კომპანიის მოთხოვნების სამი მეოთხედი D-A-CH რეგიონში უკვე მზის ენერგიის საკუთარი წყაროებით იფარება. 2023 წელს, ლოგისტიკის ექსპერტმა ექსპლუატაციაში გაუშვა კიდევ ცხრა ქარხანა D-A-CH რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში. 27 ფოტოელექტრულმა სისტემამ ჯამურად გამოიმუშავა 5 850 მეგავატ-საათი ელექტროენერგია, რამაც გააორმაგა CO2-ის დაზოგილი გამონაბოლქვის რაოდენობა 2 750 ტონამდე.  2011 წლიდან Gebrüder Weiss ასევე ხელს უწყობს გერმანიაში ელექტროენერგიის ეკოლოგიურობის სტრუქტურის გაუმჯობესებას ქარის ელექტროსადგურით ჩრდილოეთ გერმანიაში.  

კომპანია სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარ ავტოპარკს 2030 წლისთვის საკუთარი აქტივებისა და სატვირთო ავტომანქანების ექსპლუატაციაში კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევის მიზნის ფარგლებში. ლოგისტიკური კომპანია უკვე იყენებს ელექტრო ფურგონებს ონლაინ შეკვეთილი საქონლის მისაწოდებლად საბოლოო მომხმარებლებისთვის ავსტრიაში, უნგრეთში, ხორვატიასა და რუმინეთში. წელს გერმანიაში გამოუშვებენ აკუმულატორზე მომუშავე ორ სატვირთო მანქანას, ხოლო დამატებით ელექტრონულ სატვირთო მანქანებს და ელექტრონული მიწოდების საშუალებებს ავსტრიაში შეიძენენ. ელექტრონულ მობილურობაზე გარდამავალ პერიოდთან გასამკლავებლად, კომპანიას ავსტრიაში საკუთარი სატვირთო მანქანების პარკის დიდი ნაწილი ჰიდროგენიზებულ მცენარეულ ზეთზე (HVO) გადაჰყავს.  

გლობალურ ვაჭრობაში ვარდნისა და რეცესიის ნიშნების შემდეგ, Gebrüder Weiss მცირე ეკონომიკურ ზრდას ელის 2024 წლის მეორე ნახევრიდან, რაც კვლავ გამოიწვევს შემოსავლების უფრო პოზიტიურ ზრდას, რასაც ცალკეული ეროვნული კომპანიების წარმატებები შეუწყობს ხელს. ვოლფრამ ზენგერ-ვაისი: „ახლა ჩვენ სარგებელს ვიღებთ იმ ფაქტიდან, რომ გლობალური პოზიცია გაგვაჩნია და შეგვიძლია, აუცილებელი ადგილობრივი ლოგისტიკური სერვისებით სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ეკონომიკურ აღმავლობაზე ცალკეულ რეგიონებში. ამავდროულად, ჩვენ „ორივე სამყაროდან საუკეთესოს“ სტრატეგიის დადასტურებას ვხედავთ. განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წელმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტირება როგორც საოპერაციო ქსელის განვითარებაში, ასევე კომპანიის ციფრულ გამოცდილებაში”. 

Media

დააწექით კონტაქტს
Merlin Herrmann

Merlin Herrmann

press@gw-world.com

+43.5574.696.2169