ათწლიანი წარმატება საქართველოში / ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრასპორტოგადაზიდვებისმოთხოვნადი ჰაბი / თბილისის მდებარეობის გაფართოება
Gebrüder Weiss იხსენებს ქართულ ბაზარზე ათწლიან წარმატებას. ამ დროის მანძილზე თბილისის ფილიალი ჩამოყალიბდა არა მხოლოდ როგორც ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საქონლის ტრანსპორტირების ცენტრალური ჰაბი, არამედ ის ასევე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება როგორც ლოგისტიკური ცენტრი, კავკასიის რეგიონში სამრეწველო და კომუნალური სექტორების და საქონლის იმპორტის და ექსპორტის ზრდასთან ერთად. 2020 წლის პანდემიის სირთულეების შემდეგ, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 17%-ით გაიზარდა
გასული ხუთი წლის განმავლობაში Gebrüder Weiss საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების დეპარტამენტმა დაახლოებით 75000 ტვირთის გადაზიდვა განახორციელა, რომელთა საერთო წონა 311000 ტონაა და ეს რაოდენობა მუდმივად იზრდება. ამ განვითარების მამოძრავებელი ფაქტორი არის ტრანსკასპიური დერეფნის, როგორც რუსეთის გავლით ჩრდილოეთ სატრანსპორტო კავშირების ალტერნატიული მარშრუტის მზარდი მნიშვნელობა. Gebrüder Weiss-მა აგრეთვე ივლისში გააჟღერა თავისი გადაზიდვის მარშრუტების კიდევ მეტად გაფართოების გეგმები ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით. ტვირთების მოცულობის მოსალოდნელი ზრდის საპასუხოდ, თბილისის ფილიალი უკვე მეორედ ფართოვდება და 2019 წლის გაფართოების შემდგომ, ამჯერადაც შემატებს მეტ გადასატვირთ სივრცესა და საოფისე ფართს.
„Gebrüder Weiss Georgia-მ ბოლო ათი წლის განმავლობაში ბაზარზე თავი დაიმკვიდრა , როგორც ლოგისტიკური მომსახურების სანდო მიმწოდებელმა. ფილიალის გაფართოებით გვსურს უზრუნველვყოთ ჩვენი მომსახურების მუდმივად მაღალი ხარისხი და გავაგრძელოთ მომხმარებლებისთვის საკმარისი ლოგისტიკური შესაძლებლობების მიწოდება“, ამბობს ალექსანდრე ხარლამოვი — Gebrüder Weiss საქართველოს გენერალური დირექტორი.
Gebrüder Weiss საქართველოს მოღვაწეობის ათი წელი
2012 წელს ბაზარზე შესვლას მოჰყვა Gebrüder Weiss-ის დინამიკური ზრდა სამხრეთ კავკასიის ამ სახელმწიფოში. ლოგისტიკური ჰაბი დედაქალაქ თბილისში პირველი ოფისის გახსნიდან ორი წლის შემდეგ ამოქმედდა. 2019 წელს გაფართოვდა ტვირთების გადატვირთვის ზონა, სატვირთო მანქანების პარკირების ადგილები და საოფისე ფართი. ერთი წლის შემდეგ ფილიალში ამოქმედდა რკინიგზის ჩიხი. დღესდღეობით, ევროპასა და აზიას შორის პირდაპირ გადაზიდვებს, ისევე როგორც ტრანსპორტირებას ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ტექსტილის, საყოფაცხოვრებო საქონლის, მაღალტექნოლოგიური და საავტომობილო ინდუსტრიის კლიენტებისთვის აორგანიზებს 100-ზე მეტი თანამშრომელი. ეს მომსახურებები მოიცავს სამანქანო და სარკინიგზო გადაზიდვებს, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს, საბაჟო მომსახურებას, საწყობის ლოგისტიკასა და ელექტრონული კომერციის აღსრულებას.
მოკლედ Gebrüder Weiss Georgia-ს შესახებ | |
დაფუძნების თარიღი: | 2012 წ. |
ადგილმდებარეობა: | თბილისი |
თანამშრომლები: | 100-ზე მეტი |
ლოგისტიკური სივრცე: | 16500 კვ.მ |
ლოკაცია / სატრანსპორტო ბმა: | საკუთარი რკინიგზა, სიახლოვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, სახმელეთო ტრანსპორტირების ჰაბი ტრანსკასპიურ დერეფანზე |
მომსახურებები: | სატვირთო და სარკინიგზო ტრანსპორტირება, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვები, საწყობი, განბაჟება, საწყობის ლოგისტიკა, ელექტრონული კომერციის აღსრულება |