ინტერნეტ-კომერცია სწრაფად ვითარდება. გთავაზობთ კონკრეტულ გადაწყვეტებზე ორიენტირებულ კონსულტაციებს და ვახორციელებთ თქვენთვის კომპლექსურ ლოგისტიკურ პროცესებს. GW-ის ელექტრონული დამუშავების სერვისების პორტფოლიო მოიცავს პროცესის ყველა ეტაპს, დაწყებული შესყიდვითა და დასაწყობებით, დამთავრებული დაბრუნებული ტვირთების დამუშავებით.
იქნება ეს B2B თუ B2C, ჩვენი სერვისების პორტფელის ყველა მოდული თქვენთვის ხელმისაწვდომია - ცალკე ან მოქნილ კომბინაციაში, Gebrüder Weiss-ის შემოწმებული ხარისხით და სრულად მორგებული თქვენს საჭიროებებზე.
განსაკუთრებულ როლს თამაშობს ელექტრონული კომერციის და ინტერნეტ-მაღაზიების არსებული პლატფორმების, როგორიცაა Shopify, სტანდარტიზებული პროგრამირების ინტერფეისების საშუალებით ინტეგრაცია. ამგვარად, ონლაინ შეკვეთიდან მიწოდებამდე ინფორმაციის უწყვეტ ნაკადს უზრუნველვყოფთ. ეს ყველაფერი ჩვენს ციფრულ სტრატეგიას „საუკეთესო ორივე სამყაროდან“ შეესაბამება.
შესყიდვები
დროული მიწოდება საქონლის ეფექტიანი მოძრაობისთვის
ჩვენ უზრუნველვყოფთ საქონლის საიმედო და დროულ მიწოდებას თქვენი მომწოდებლებისგან პირდაპირ ჩვენს საწყობში.
შენახვა
საქონლის სწრაფი გადმოტვირთვა და პირველი კლასის სასაწყობო შენახვა
მიწოდებული ტვირთის სწრაფ გადმოტვირთვის, შემოსული საქონლის საფუძვლიანი შემოწმებისა და ინვენტარიზაციის გარანტიას ვიძლევით. მსოფლიოს ყველა GW-ის საწყობში ერთიან მაღალ სტანდარტებს ვიყენებთ და თქვენი პროდუქციის ოპტიმალურ შენახვას უზრუნველვყოფთ.
კომპლექტაცია და შეფუთვა
სწრაფი დაკომპლექტება და საგულდაგულო შეფუთვა
თქვენი კლიენტების შეკვეთების ეფექტიანი და ზუსტი დამუშავებისთვის უახლეს ტექნოლოგიებსა და კომპლექტაციის ავტომატიზებულ პროცესებს ვიყენებთ. შედეგად, უზრუნველვყოფთ პროდუქტების საგულდაგულოდ დაკომპლექტებას და ოპტიმალურად შეფუთვას.
მიწოდება
საიმედო მიწოდება მთელს მსოფლიოში
ჩვენი მიწოდება ყოველთვის საიმედო და დროულია. იქნება ეს ამანათები თუ შერეული ტვირთი; B2C თუ B2B; შიდა, თუ საერთაშორისო გადაზიდვები - ჩვენ ვზრუნავთ თქვენი კლიენტების კმაყოფილებაზე.
დაბრუნების მართვა
დაბრუნებული ტვირთების ეფექტიანი დამუშავება მომხმარებლის მაქსიმალური კმაყოფილებისთვის
ჩვენ ვაუმჯობესებთ თქვენი დაბრუნებული ტვირთის დამუშავებას, დაწყებული მისი მიღებით და დამთავრებული საქონლის შეფასებით, ხელახლა გაყიდვით ან გადამუშავებით. ამასთან, ყოველთვის ვცდილობთ გავხადოთ ეს პროცესი აბსოლუტურად ეფექტიანი და მომხმარებლის მაქსიმალური კმაყოფილება უზრუნველვყოთ.
მაღაზიებთან ინტეგრაცია
შეკვეთების შეუფერხებელი და ავტომატური დამუშავება
თქვენი შეკვეთების დამუშავების სრულ ავტომატიზაციას ვახდენთ და თქვენს ERP ან მაღაზიის სისტემაში ყველა შესაბამისი ინფორმაციის შეუფერხებელ ინტეგრაციას უზრუნველვყოფთ. ამასთან, ყველა მონაცემი რეალური დროის რეჟიმშია სინქრონიზებული, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ პროცესს და სიტუაციის მუდმივ მიმოხილვას თქვენთვის და თქვენი მომხმარებლებისთვის.
გადამზიდველებთან ინტეგრაცია
შეკვეთის მიწოდების ავტომატიზებისა და თვალის დევნებისთვის
გადამზიდველების ფართო სპექტრთან ინტეგრაციის წყალობით, შეგვიძლია ავტომატურად შევუკვეთოთ მიწოდება, ეტიკეტების ბეჭდვის ჩათვლით. ეს საშუალებას გვაძლევს თვალის დევნების ბმული ERP-ზე ან მაღაზიის სისტემაში გადავცეთ, როგორც წესი, იქამდეც, სანამ ტვირთი ჩვენს საწყობს დატოვებს.
გამჭვირვალობა და თვალსაჩინოება
საქონლის გამჭვირვალე მოძრაობის ნახვა ჩვენი მომხმარებლის პორტალზე myGW
ჩვენი ციფრული გადაწყვეტები არა მხოლოდ აჩქარებს საქონლის მოძრაობას, არამედ ამ პროცესს სრულიად გამჭვირვალეს ხდის. თუ გსურთ შეკვეთების გაკონტროლება, მიწოდების თვალყურის დევნება, დოკუმენტების მართვა ან ნებისმიერი მოთხოვნის გაგზავნა – myGW-ის მეშვეობით გაქვთ თქვენს მონაცემებზე წვდომა ნებისმიერ დროსა და ადგილას.