ჩვენი ნულოვანი გამონაბოლქვის პროგრამა გთავაზობთ შესაძლებლობას მოახდინოთ2 თქვენი გადაზიდვებით წარმოქმნილი გამონაბოლქვის კომპენსაცია კლიმატის დაცვის სერთიფიცირებული პროექტის მხარდაჭერით.
„ნულოვანი გამონაბოლქვის პროგრამის მეშვეობით ჩვენს მომხმარებლებს კლიმატ-ნეიტრალური და დაბალანსებული ეკოლოგიური ზემოქმედებისკენ მიმავალ გზაზე ვეხმარებით."
ვოლფრამ ზენგერ-ვაისი, აღმასრულებელი დირექტორი
პირველ რიგში იზომება სათბურის გაზების გამონაბოლქვი, რომელიც წარმოიქმნება კონკრეტული პროცესით, კომპანიის მიერ ან მომსახურებით და ა.შ. (ნახშირბადის კვალი). შემდეგ ეტაპზე, სრულდება კომპენსაცია სერთიფიკატების (და გამონაბოლქვის შემცირებაზე ორიენტირებული კრედიტების) მეშვეობით, რომელთა დანერგვით გამონაბოლქვის მოცულობა დაბალანსდება კლიმატის დაცვის პროექტების რეალიზაციის ხარჯზე.
პროგრამა EcoTransIT გამოიყენება CO-ს2 გამონაბოლქვის მოცულობის გამოსათვლელად, ამასთან მონაცემთა ბაზას Gebrüder Weiss-ის ტრანსპორტის მართვის სისტემა (TMS) უზრუნველყოფს. ეს მეთოდი აღრიცხავს სატრანსპორტო პროცესის ყველა ეტაპს, ისევე როგორც კონკრეტული გამოყენებული ტრანსპორტის ტიპებს.
ფორმულა, რომელსაც EcoTransIT გამონაბოლქვის გამოსათვლელად იყენებს DIN EN 16258 და GLEC Framework ევროპულ სტანდარტს შეესაბამება.
მაგალითი: პალეტის ტრანსპორტირება A პუნქტიდან / ავსტრია B პუნქტში / უნგრეთი
იმის გათვალისწინებით, რომ CO-ს მეტრულ ტონაზე სავარაუდო ფასი 15 ევროს შეადგენს2და CO2 გამონაბოლქვი A-დან B პუნქტში გადაზიდვისას 0,04296 მეტრულ ტონას შეადგენს, გადაზიდვა სრულად კომპენსირდება 65 ევროცენტით (15 ევრო x 0,04296 მეტრული ტონა/ CO2). Gebrüder Weiss მომხმარებლისგან მიღებული 65 ევროცენტის ინვესტირებას კლიმატის დაცვის სერთიფიცირებულ პროექტში ახდენს, რითაც გამონაბოლქვის სრული კომპენსაცია სრულდება.
ყველა მიღებული ზომის მიუხედავად, CO2 გამონაბოლქვი სატრანსპორტო ოპერაციების უმეტესობის მსვლელობისას კვლავ წარმოიქმნება. მაგრამ კლიმატის დაცვის პროექტებს შეუძლია ამ გამონაბოლქვის კომპენსირება, მაგ. ტყეების აღდგენის და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გაზრდის გზით. დამოუკიდებელი ორგანიზაციები წარმოქმნილ გამონაბოლქვის მონიტორინგს ასრულებს და მათი კომპენსაციისთვის საჭირო ზომებს ითვლის. Gebrüder Weiss-ის ნულოვანი გამონაბოლქვის პროგრამის ფარგლებში მიღებული ზომები ოპერატიულ და დროულ მოქმედებებს წარმოადგენს.
მომხმარებელი იღებს ჩვენგან სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს მის წვლილს და მოწმობს იმას, რომ წარმოქმნილი გამონაბოლქვი სრულად არის კომპენსირებული.