სრული მანქანის დატვირთვა

GW direct.Line-FTL: პირდაპირ. სწრაფად. ინდივიდუალურად.

GW direct.Line - FTL არის სრული მანქანის დატვირთვის იდეალური სისტემა  თქვენი პირდაპირი გადაზიდვებისთვის. თანამედროვე ავტოპარკის წყალობით, რომელიც საკუთარ სატრანსპორტო საშუალებებს და ქვეკონტრაქტორებს მოიცავს , თქვენს ტვირთს დანიშნულების ადგილამდე პუნქტუალურად, უსაფრთხოდ და ყველაზე ოპტიმალური მარშრუტით გადავზიდავთ. ინდივიდუალურად შეთანხმებული ვადები კი დაგეგმვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

myGW მომხმარებელთა პორტალი ასევე გაძლევთ წვდომას უამრავ ციფრულ სერვისზე, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ მუშაობას აადვილებს: შეკვეთების მართვითა და მიმდინარე ტვირთების მონიტორინგით (ჩასვლის სავარაუდო დროის ჩათვლით (ETA)) დაწყებული  დოკუმენტების მართვით დამთავრებული.

დარგობრივი გადაწყვეტები

  • ისარგებლეთ თქვენზე მორგებული დარგობრივი გადაწყვეტებით ცალკეულ ლოკაციებზე.
  • ტრანსპორტირება მაღალტექნოლოგიური, GDP ფარმა, საავტომობილო და სხვა დარგებისთვის.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების გამოცდილებაზე დაყრდნობით გთავაზობთ დარგობრივ გადაწყვეტილებებს.

დამატებითი სერვისები 

  • სახიფათო ტვირთები-შესაბამისი ADR დოკუმენტაციის საფუძველზე შეგვიძლია მოვახდინოთ სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირების ორგანიზება.
  • საბაჟო-საბროკერო მომსახურება - ჩვენი სპეციალისტები სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას და განბაჟებასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე დაგეხმარებიან.
  • ტვირთის დაზღვევა- თქვენი ტვირთის დამატებითი დაზღვევა (გლობალური დაზღვევის პოლისი ფართო დაფარვით) გადაზიდვის პროცესში  თქვენი საქონლის კომპლექსურ დაცვას უზრუნველყოფს.

რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები

  • 01
  • 02
  • 03
GW-ის მიერ ფილიალებსა და ქვეყნებში გადაზიდვების კოორდინაციამ ჩვენი ბიზნეს-პროცესი ბევრად გაამარტივა.
Christoph Bollig, Henkel
Logo
ძალიან ვაფასებთ ჩვენს კონსტრუქციულ ექსპერტულ თანამშრომლობას Gebrüder Weiss-თან.
Michael Kröhl, Krombacher
Logo
ETA სისტემა გვაძლევს საშუალებას ჩვენს კლიენტებს ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში შევთავაზოთ, რაც დაგეგმვის საიმედოობის მაღალ დონეს უზრუნველყოფს.
Robert Bernhard, Sika Österreich GmbH
Logo