zero emissions

ერთად შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა ხვალინდელი დღე

ჩვენი ნულოვანი გამონაბოლქვის პროგრამა გთავაზობთ შესაძლებლობას მოახდინოთ2 თქვენი გადაზიდვებით წარმოქმნილი გამონაბოლქვის კომპენსაცია კლიმატის დაცვის სერთიფიცირებული პროექტის მხარდაჭერით.

 

„ნულოვანი გამონაბოლქვის პროგრამის მეშვეობით ჩვენს მომხმარებლებს კლიმატ-ნეიტრალური და დაბალანსებული ეკოლოგიური ზემოქმედებისკენ მიმავალ გზაზე ვეხმარებით."

ვოლფრამ ზენგერ-ვაისი, აღმასრულებელი დირექტორი  

 

ჩვენი სერვისების მოკლე მიმოხილვა 

პირველ რიგში იზომება სათბურის გაზების გამონაბოლქვი, რომელიც წარმოიქმნება კონკრეტული პროცესით, კომპანიის მიერ ან მომსახურებით და ა.შ. (ნახშირბადის კვალი). შემდეგ ეტაპზე, სრულდება კომპენსაცია სერთიფიკატების (და გამონაბოლქვის შემცირებაზე ორიენტირებული კრედიტების) მეშვეობით, რომელთა დანერგვით გამონაბოლქვის მოცულობა დაბალანსდება კლიმატის დაცვის პროექტების რეალიზაციის ხარჯზე.

პროგრამა EcoTransIT გამოიყენება CO-ს2 გამონაბოლქვის მოცულობის გამოსათვლელად, ამასთან მონაცემთა ბაზას Gebrüder Weiss-ის ტრანსპორტის მართვის სისტემა (TMS) უზრუნველყოფს. ეს მეთოდი აღრიცხავს სატრანსპორტო პროცესის ყველა ეტაპს, ისევე როგორც კონკრეტული გამოყენებული ტრანსპორტის ტიპებს.

ფორმულა, რომელსაც EcoTransIT გამონაბოლქვის გამოსათვლელად იყენებს DIN EN 16258 და GLEC Framework ევროპულ სტანდარტს შეესაბამება.

მაგალითი: პალეტის ტრანსპორტირება A პუნქტიდან / ავსტრია B პუნქტში / უნგრეთი

იმის გათვალისწინებით, რომ CO-ს მეტრულ ტონაზე სავარაუდო ფასი 15 ევროს შეადგენს2და CO2 გამონაბოლქვი A-დან B პუნქტში გადაზიდვისას 0,04296 მეტრულ ტონას შეადგენს, გადაზიდვა სრულად კომპენსირდება 65 ევროცენტით (15 ევრო x 0,04296 მეტრული ტონა/ CO2). Gebrüder Weiss მომხმარებლისგან მიღებული 65 ევროცენტის ინვესტირებას კლიმატის დაცვის სერთიფიცირებულ პროექტში ახდენს, რითაც გამონაბოლქვის სრული კომპენსაცია სრულდება.

    ყველა მიღებული ზომის მიუხედავად, CO2 გამონაბოლქვი სატრანსპორტო ოპერაციების უმეტესობის მსვლელობისას კვლავ წარმოიქმნება. მაგრამ კლიმატის დაცვის პროექტებს შეუძლია ამ გამონაბოლქვის კომპენსირება, მაგ. ტყეების აღდგენის და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გაზრდის გზით. დამოუკიდებელი ორგანიზაციები წარმოქმნილ გამონაბოლქვის მონიტორინგს ასრულებს და მათი კომპენსაციისთვის საჭირო ზომებს ითვლის. Gebrüder Weiss-ის ნულოვანი გამონაბოლქვის პროგრამის ფარგლებში მიღებული ზომები ოპერატიულ და დროულ მოქმედებებს წარმოადგენს.

    დამატებითი ინფორმაცია

      მომხმარებელი იღებს ჩვენგან სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს მის წვლილს და მოწმობს იმას, რომ წარმოქმნილი გამონაბოლქვი სრულად არის კომპენსირებული.

        ნიგერია

        „Toyola-ს ეკოლოგიურად სუფთა ღუმელები“

        ნაკლები ტყის გაჩეხვა ხის დაწვის შემცირების გამო. ამ ნიგერიული პროექტის ფარგლებში ჩვეულებრივი ღუმელები იცვლება ბევრად უფრო ეფექტიანი მოდელებით, რომლებიც ცნობილია, როგორც Toyola-ს ნახშირის ქურები. ოჯახები, რომლებიც ახალ ღუმელებს იყენებენ, ამცირებენ ენერგიის მოხმარებას წელიწადში დაახლოებით 30%-ით, რაც 80 ევროს დაზოგვის საშუალებას იძლევა. საწვავის დაზოგვის გარდა, გამონაბოლქვის დაბალი დონე ამცირებს ჰაერის დაბინძურებას. ეს ნიგერიის მოსახლეობის ჯანმრთელობის ზოგად დონეს აუმჯობესებს. 

        შეიტყვეთ მეტი 

        მალავი

        „დოვე და კასუნგუს ჭაბურღილის პროექტი“

        ცხოვრების პირობების გაუმჯობესება სუფთა წყლის მიწოდებით. ცუდი ჰიგიენა, უხარისხო სანიტარულ-ტექნიკური საშუალებები და სუფთა წყლის ნაკლებობა აფრიკაში გაჭირვების მთავარ მიზეზებს შორისაა. სუფთა სასმელ წყალზე წვდომის გარეშე, გაჭირვების ხაფანგიდან თავის დაღწევის პერსპექტივები ძალიან მცირეა. მალავის ჭაბურღილის პროექტი ადგილობრივ თემების მიზნობრივ მომარაგებას უზრუნველყოფს. 

        შეიტყვეთ მეტი 

        ავსტრია / ჩინეთი

        „კლიმატის დაცვის კომბინირებული პროექტი“

        ეს პროექტი ორი ნაწილისგან შედგება. - Jinchuan Magang 49,5 მგვტ ქარის ენერგეტიკული პროექტი, რომლის მიზანია განახლებადი ელექტროენერგიის დანერგვა და წარმოება 1,5 მგვტ ქარის ტურბოგენერატორის 33 კომპლექტის მეშვეობით და შესაბამისად, წელიწადში დაახლოებით 90 000 მეტრული ტონით CO2 გამონაბოლქვის შემცირება. გარდა ამისა, სრულდება 2,50 ევროს დონაცია ყოველ CO2 სერთიფიკატზე ტყეების ეკოლოგიისთვის ავსტრიის დასავლეთ რეგიონში მონტაფონის ხეობაში. 

        შეიტყვეთ მეტი ქარის ენერგეტიკული დანადგარების პარკის შესახებ 

        შეიტყვეთ მეტი მონტაფონის შესახებ

        ბრაზილია

        „პროექტი პაკაჯაი რედ +“

        ტყის რაციონალური გამოყენება, რომელიც ღირებულ ეკოსისტემებს იცავს. კლიმატის დაცვის ეს პროექტი ეხმარება სოფლის თემებს იარი/ამაპას ხეობაში, თავიდან აიცილონ მიმდებარე ტყის მასივების გაჩეხვა. ძირითადი მიზანია დაახლოებით 180 000 ჰექტარი ტყის შენარჩუნება. პროექტის ფარგლებში სოფლის მოსახლეობა გაივლის სპეციალურ ტრენინგს ახალ მოსახლეობას შორის ტყის რაციონალური გამოყენების საკითხებზე და ტყის დაცვის სფეროში თანამშრომლობაზე.

        შეიტყვეთ მეტი

        ინდოეთი

        „მზის ენერგიის პროექტი“

        სუფთა ენერგია მზის ენერგიის გამოყენებით. პროექტი მოიცავს კარნატაკას შტატში, სოფელ ტირუმანის მახლობლად, ფოტოელექტრული სადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას. მზის პარკს აქვს ჯამური საპროექტო სიმძლავრე 100 მეგავატი და ყოველწლიურად დაახლოებით 181 გიგავტ/სთ სუფთა ელექტროენერგიას აწარმოებს. ერთ სულ მოსახლეზე ინდოეთში საშუალო მოხმარების მაჩვენებლის ცოდნის საფუძველზე, პროექტი ეკოლოგიური გზით 225 000 ადამიანის ელექტროენერგიის წლიური საჭიროების დაკმაყოფილებას შეძლებს.

        შეიტყვეთ მეტი 

        პერუ

        „ბრაზილიური თხილის ტროპიკული ტყეების საზოგადოების პროექტი“

        ბრაზილიური თხილის მდგრადი კულტივაცია ტყეების დასაცავად. ბრაზილიური თხილის ტროპიკული ტყეების საზოგადოების კლიმატის დამცავი პროექტი ფოკუსირებულია ხელუხლებელი ტროპიკული ტყეების შენარჩუნებაზე, რომლებიც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების სახლი და არსებობის გარემოა. თავისი საქმიანობის წყალობით, პროექტი შემოსავლის გრძელვადიან წყაროს სთავაზობს 400-მდე ოჯახს, რომლებიც დაკავებულია ბრაზილიური თხილის ტრადიციული შეგროვებით. 

        შეიტყვეთ მეტი 

        ერთობლივი წინსვლა მდგრადი მომავლისკენ

        დაგვიკავშირდით