კომპანია Gebrüder Weiss-ს შეუძლია იამაყოს წარმატებული კორპორატიული კულტურით. მისი ფილოსოფიის ქვაკუთხედს ოთხი მკაფიოდ განსაზღვრული საბაზისო ღირებულება ქმნის: დამოუკიდებლობა, მდგრადობა, საქმის ერთგულება და მომსახურების მაღალი დონე. ეს ღირებულებები ეროვნულ საზღვრებს სცილდება, ამყარებს კავშირებს კომპანიის თანამშრომლებს შორის და განსაზღვრავს სულისკვეთებას, რომელიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას აერთიანებს.
დამოუკიდებლობის ნარინჯისფერი გზა
ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ საოჯახო ბიზნეს გრძელ ისტორიას. ჩვენი კომპანია მყარ საძირკველზეა აგებული და მუდმივად ვითარდება. ჩვენი დამოუკიდებლობა საშუალებას გვაძლევს ამ ევოლუციის მიმართულება და სიჩქარე განვსაზღვროთ. გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ჩვენს ქსელს ამდიდრებს. ჩვენი მომხმარებლების ამჟამინდელი და სამომავლო მოთხოვნები ჩვენს აზროვნებას აყალიბებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მათ შეუძლიათ გვენდონ თავიანთ მუშაობაში.
მდგრადობის ნარინჯისფერი გზა
ჩვენ ვართ დაინტერესებული და გვჭირდება მდგრადი წარმატება: ეს გვაძლევს საშუალებას, უზრუნველვყოთ ინვესტიციები და ინოვაციები, რომლებიც ჩვენი კონკურენტუნარიანობის გარანტიას იძლევა. ამავდროულად, სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების მიმწოდებლის სახით, ჩვენ უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვკისრულობთ: რესურსების დაზოგვის უახლესი, მდგრადი სისტემების შემუშავებასა და დანერგვას ვახორციელებთ.
ვალდებულებების ნარინჯისფერი გზა
ჩვენი კომპანიის განსაკუთრებული თვისება შესამჩნევია ყველასთვის, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი უმაღლესი პროფესიონალიზმი ერთგულების, საიმედოობისა და მომხმარებელთა და კოლეგებისადმი პატივისცემის მაღალ დონეს განასახიერებს. ეს გამოიხატება განსაკუთრებულ ლოიალობაში, ნდობასა და სწავლის სურვილში, რაც მუშაობის მაღალი ეფექტიანობის საწინდარს წარმოადგენს.
მომსახურების მაღალი დონის ნარინჯისფერი გზა
მომხმარებლებში ენთუზიაზმის გაღვიძება ჩვენს მიზანს წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ცენტრში მომსახურების მაღალი ხარისხია. ამისათვის იდეალურ პლატფორმას უზრუნველყოფს ჩვენი შეთანხმებულად მომუშავე ორგანიზაცია, რომელიც ყველა საერთაშორისო საზღვარს მოიცავს. ჩვენი თანამშრომლები თავიანთი კომპეტენტურობითა და გადაწყვეტების პოვნის უნარით მომხმარებლებზე საუკეთესო შთაბეჭდილებას ახდენენ. ჩვენ მივისწრაფვით გაუმჯობესებისკენ ყველა მიმართულებით და აქტიურად ვქმნით მომავალს.