ჩვენ ლოგისტიკური პროცესების “რეალობაში” განხორციელების ექსპერტები ვართ და გთავაზობთ სივრცეს გონივრული გადაწყვეტილებებისათვის! რთული, გასართობი და მიმზიდველი- ეს არის Logistics Expert-ი, Gebrüder Weiss-ის ონლაინ-თამაში iPhone -ისა და iPad-ისათვის. გამწევი პაზელის მიზანია, ყუთებით, დგარებით და სხვა ცალკეული ტვირთებით ჩახერგილი გზის გათავისუფლება GW-ს ტვირთით დატვირთულ ჩანგლიანი გადამზიდი.
გამოწვევა შემდეგში მდგომარეობს: წინაღობების გადაადგილება მხოლოდ 2 მიმართულებითაა შესაძლებელი და ნაწილობრივ ერთმანეთს უკეტავენ გზას. ტვირთი რაც შეიძლება ნაკლები სვლით უნდ მიიტანოთ პანდუსამდე. რაც უფრო გონივრულად მიუდგება დავალებას მოთამაშე და რაც ნაკლები სვლები დაჭირდება, მით უფრო მაღალი იქნება მისი ქულა პაზლის დამარცხების შემდეგ.
Logistics Expert-ი დაყოფილია 160 სხვადასხვა სირთულის ეტაპად და მოთამაშეს სთავაზობს მრავალფეროვან დავალებებს. კიდევ ერთი ხრიკია ე.წ. შედეგები ქსელში, რომელიც ყველა მოთამაშის შედეგებს ონლაინში აკავშირებს. ამ გზით მოთამაშეებს შეუძლიათ საკუთარი შედეგები შეადარონ სხვისას და დაინახონ თუ რომელ ადგილზე იმყოფებიან საერთო ცხრილში. არამარტო ეს – გარდა ამისა, შესაძლებელია საკუთარი შედეგი Facebook-ისა და Twitter-ის საშუალებით გაუზიაროს სხვას.
Logistics Expert-ი გთავაზობთ მღელვარე გასართობს დიდებისა თუ პატარებისათვის. ამავე დროს ვარჯიშდება ლოგიკური აზროვნების უნარი. ჩამოტვირთეთ Logistics Expert-ი თქვენს iPhone-ში, iPad-ში, Android Smartphone-ში, PC-სა თუ MAC-ში და გამოცადეთ თქვენი „Logistikexpert-უნარები“!
ჩამოტვირთვა პერს. კომპიუტერის ვერსია
ჩამოტვირთვა MAC ვერსია