Fiscal Year 2019: Gebrüder Weiss-ი ინარჩუნებს ზრდის კურსს

მარტი 16, 2020

1,7 მილიარდი ევრო შემოსავალი 2019 წელს / უწყვეტად დიდი მოცულობის ინვესტიცია ინფრასტრუქტურასა და დიგიტალიზაციაში

Gebrüder Weiss-ი წარმატებულ 2019 წელს მიმოიხილავს. სატრანსპორტო და ლოგისტიკის საერთაშორისო კომპანიამ კიდევ უფრო გააფართოვა თავისი პოზიცია ევროპის, აშშ-სა, აზიის ბაზრებზე და ინვესტიცია კვლავ განახორციელა თავის ლოგისტიკურ ობიექტებში, აღჭურვილობასა და პროცესების  დიგიტალიზაციისთვის საჭირო სამუშაოებში. კომპანიის თავდაპირველი სუფთა ბრუნვა იყო 1,7 მილიარდი ევრო (2018: 1,67 მილიარდი ევრო) გასულ ფისკალურ წელს, რაც ორ პროცენტიან ზრდას წარმოადგენს. „2019 კარგი წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დავდექით, ჩვენ შევძელით დადებითი ტენდენციის დანახვა ბიზნესის ყველა სფეროში და წარმატებულად გამოვიყენეთ ახალი ტექნოლოგიები სამომავლოდ დაჩქარებული პროცედურებისთვის და მომსახურების გაუმჯობესებისთვის ჩვენი კლიენტებისათვი. სახლში მიწოდების მხრივ მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის დონე საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, რაც აისახა კიდეც ჩვენს ორნიშნა ზრდაში“  განაცხადა Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა შეჯამებისას.  კომპანიამ ასევე განიცადა საკუთარი კაპიტალის უზრუნველყოფის კოეფიციენტის ზრდა  დაახლოებით 60 პროცენტით, რაც ხაზს უსვამს მის  ძლიერ ფინანსურ მდგომარეობას (2018: 58 პროცენტი). 

პოზიტიური განვითარება ბიზნესის ყველა სფეროში
სახმელეთო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ბიზნეს სფეროს საერთო ბრუნვა გასული ფისკალური წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 2,1 პროცენტით გაიზარდა (2018: 1,12 მილიარდი ევრო), რომელმაც ახლა 1,15 მილიარდს ევროს მიაღწია. ამ შემთხვევაში, მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი სახლში მიწოდების სფეროში გაზრდილი მოთხოვნა იყო: ავსტრიასა და აღმოსავლეთ ევროპაში მომხმარებლებს დაახლოებით 1,1 მილიონი საოჯახო ტექნიკა, ავეჯის ერთეულები და სატელევიზიო მოწყობილობები მიაწოდეს. 385 000 მიწოდების უზრუნველყოფით  კომპანიამ ავსტრიაში ბაზრის ლიდერის პოზიცია კვლავ გაიმყარა (2018: 335 000).
დაფიქსირდა 1,3 პროცენტიანი ზრდა საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების სფეროშიც 380 მილიონ ევრომდე. საჰაერო გადაზიდვის ბაზარზე დაძაბული სიტუაციის დაბალანსება საზღვაო გადაზიდვების მოცულობის ზრდით მოხდა. ოკეანის გაღმა Gebrüder Weiss-ის კარგად გამოცდილმა სტრუქტურამ კომპანიას საშუალება მისცა წყნარი ოკეანისა და ატლანტიკის ოკეანის გადაღმა ტრანსპორტის ზრდისთვის მიეღწია, და ამგვარად აშშ-ში საბაზრო წილის ზრდით თავისი პოზიცია გაემყარებინა. 
DPD ავსტრიამ, რომელიც Gebrüder Weiss-ის საფოსტო მომსახურების თანასაკუთრებას წარმოადგენს, კიდევ ერთხელ შეძლო განემტკიცებინა თავისი, როგორც უდიდესი კერძო საფოსტო მომსახურების პოზიცია ავსტრიის ბაზარზე: ჯამში, DPD ავსტრიის სისტემამ გაგზავნა 52 მილიონი ამანათი, რაც დაახლოებით სამპროცენტიანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.


ლოგისტიკა, როგორც გადამწყვეტი კონკურენტული ფაქტორი
„ჩვენი მომხმარებლები ლოგისტიკას უფრო და უფრო მეტად მიიჩნევენ გადამწყვეტ კონკურენტულ ფაქტორად. არსებობს მნიშვნელოვანი მასშტაბი საწარმოო კავშირებისა და შესაბამისი პროცესების ოპტიმიზაციისათვის; ჩვენ ამას ვაანალიზებთ ჩვენს მომხმარებლებთან ერთად და ვმუშაობთ შესაბამის გადაწყვეტილებეზე“, აცხადებს ვოლფრამ ზენგერ-ვაისი. პროგრამული გადაწყვეტილებები ამის ტექნიკურ ბაზისს ქმნიან და ისეთ დეტალებს მოიცავენ, როგორიცაა მიმდინარე ტრანსპორტირების კონტროლი, ტვირთის ციფრული გაზომვა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ტრანსპორტირების დაგეგმვისას ან ჩასვლის მიახლოებითი დროის აღნიშვნისას (ETA). „პირველ რიგში მიმღებები და ამგვარად, როგორც წესი ჩვენი მომხმარებლების მომხმარებლები მიწოდების პროცესის გამჭვირვალობით სარგებლობენ. აღნიშნული ციფრული ინსტრუმენტები თანამშრომლებს ეხმარება საკუთარი სამუშაოს შესრულებაში, მაგრამ ლოგისტიკა მაინც ადამიანების საქმედ რჩება“, აცხადებს ვოლფრამ ზენგერ-ვაისი.

თუმცა, ლოგისტიკურმა კომპანიამ ინვესტიცია განახორციელა არა მხოლოდ ციფრულ ინფრასტრუქტურაში, არამედ მატერიალურშიც. ხორვატიაში, ზაგრების ძველი ფილიალი შეიცვალა უფრო თანამედროვე ლოგისტიკური ტერმინალით, ხოლო Gebrüder Weiss-ის ყველაზე მსხვილი ლოკაცია ვენაში, კიდევ უფრო გაფართოვდა, რაც დატვირთვა-გადმოტვირთვის ობიექტებსაც მოიცავდეს  . Gebrüder Weiss-ი განაგრძობს აბრეშუმის გზის განვითარებაზე ფოკუსირებას: საქართველოში, თბილისში გაიხსნა დამატებითი ლოგისტიკის კომპლექსი და კომპანიამ თავისი წარმომადგენლობა ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთში ახალი ლოკაციით გააფართოვა. გასულ წელს ჯამში 51 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

იდეალური სტაჟირება
თანამშრომლების საერთო რაოდენობა (სრული განაკვეთის შესაბამისად) წლიდან წლამდე 2,4 პროცენტით გაიზარდა, დაახლოებით 7 300-მდე (2018: 7 100). ავსტრიაში კომპანიის მიდგომამ სტაჟირების მიმართ რამდენიმე ჯილდო მიიღო. სტაჟირების პროგრამა Gebrüder Weiss-ის სტრატეგიის მთავარი კომპონენტია ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ასევე სერბეთში სპეციალისტების დასაქირავებლად. სულ 264 ახალგაზრდა გადის სტაჟირებას Gebrüder Weiss-ში.

ფოკუსირება ლოგისტიკის მდგრად გადაწყვეტილებებზე
ლოგისტიკურმა კომპანიამ ასევე დაისახა ახალი მიზნები ალტერნატიული ენერგიის წარმოებისა და რაციონალური სატრანსპორტო გადაწყვეტილებების შემუშავების კუთხით: 2019 წლიდან Gebrüder Weiss-ი ვენაში თავის ობიექტზე 21 500 მ2 მზის ენერგიის სისტემას იყენებდა, წელიწადში დაახლოებით 2,4 მილიონი კილოვატი ელექტრო ენერგიის  გამოსამუშავებლად. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ხუთ სხვა ადგილას ფოტოვოლტურ სისტემებთან ერთად მხოლოდ მზის ენერგიის გამოყენებით საათში დაახლოებით სამი მილიონი კილოვატი ელექტროენერგია მიიღება.
ავტოპარკს ავსტრიაში, გერმანიასა და სერბეთში დამატებით აირზე მომუშავე სატვირთოები დაემატა, ხოლო მთლიანად ელექტრო სატვირთო მანქანები ვენის უმეტეს ნაწილში 2018 წლის ბოლოდან უკვე ექსპლუატაციაშია. ასევე, წელს შვეიცარიაში იგეგმება წყალბადზე მომუშავე სატვირთოების გამოცდა.

მდგრადობის კუთხით კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ვოლფრამ ზენგერ-ვაისს სჯერა, რომ მრეწველობის მომავლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ითვალისწინებს ზოგადად საზოგადოებაში ლოგისტიკის ფუნდამენტური მნიშვნელობის ცნობადობის გაზრდას: „ლოგისტიკა ინოვაციური და მრავალფეროვანია. თუმცა, საწარმოო მრეწველობასთან შედარებით, ეს ხშირად შეუმჩნეველი რჩება ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ლოგისტიკის როლის მნიშვნელობის ჩართვა საწარმოო ჯაჭვში და მთლიანად პროცესში საბოლოო მომხმარებლამდე“.

Media

დააწექით კონტაქტს
Merlin Herrmann

Merlin Herrmann

press@gw-world.com

+43.5574.696.2169