ჩვენ, კომპანია Gebrüder Weiss თაობების განმავლობაში ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას: ჩვენ ვქმნით ღირებულებებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მოთხოვნების შესაბამისობის პროგრამა Gebrüder Weiss-ში ამ ღირებულებების დანერგვის მეთოდს წარმოადგენს დღევანდელი გამოწვევების საპასუხოდ და მისი მიზანია, როგორც ჩვენი მომხმარებლების, ასევე ხელისუფლების მოთხოვნები დააკმაყოფილოს. მოთხოვნების შესაბამისობის პროგრამა ოთხი შემადგენელ ნაწილს მოიცავს: Gebrüder Weiss-ის ქცევის კოდექსი, ანტიკორუფციული პოლიტიკა, მესამე პირების მართვის პროგრამა და თანამშრომლების რეგულარული ტრენინგი მოთხოვნების შესაბამისობის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მოთხოვნების შესაბამისობის პორტალი
საზღვარგარეთ კომპანიის აქტიურ განვითარებასთან და საკანონმდებლო მოთხოვნების მუდმივ ზრდასთან დაკავშირებით ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისობის საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამიტომ Gebrüder Weiss-მა შექმნა ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისობაზე და მისი თანამშრომლები არიან ნეიტრალური საკონტაქტო პირები, რომლებიც ნორმების შესაბამისობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხს გაგცემენ. თუ თვლით, რომ კანონები, რომლებიც Gebrüder Weiss-ის საქმიანობას ეხება ირღვევა მოთხოვნების შესაბამისობის პორტალზე შეგიძლიათ ანონიმური შეტყობინება გაგზავნოთ.
ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ ნებისმიერ მოწოდებულ ინფორმაციას და შესაბამის ზომებს მივიღებთ.