2024 წლის ფინანსური ანგარიში: Gebrüder Weiss-ი წარმატებას აღწევს რთულ საბაზრო გარემოში

მარტი 10, 2025

2,71 მილიარდი ევრო წმინდა შემოსავლის სახით/124 მილიონი ევრო ინვესტიცია ლოგისტიკურ ტერმინალებში, ავტომატიზაციასა და ელექტრომობილურობაში / დეკარბონიზაციის პროგრესი

საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა კომპანიამ Gebrüder Weiss-მა 2024 საფინანსო წელი დახურა 2,71 მილიარდი ევროს წმინდა შემოსავლით, რაც ათპროცენტიან ზრდას წარმოადგენს წინა წელთან შედარებით (2023: 2,46 მილიარდი ევრო). „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ სწორ გზაზე: გეოპოლიტიკური და ეკონომიკური დაძაბულობის მიუხედავად, მოვიპოვეთ და გავზარდეთ  ბაზრის წილი. ავტომატიზაციასა და ციფრულ ინოვაციებში ინვესტირებით, ჩვენი სერვისების დიაპაზონის გაფართოებასა და  მომხმარებლებისთვის საჭირო სატრანსპორტო გადაწყვეტილებების შემუშავებაში წარმატებას მივაღწიეთ, საბოლოო  მიზანს კი მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობის გარანტია წარმოადგენს” – ამბობს ვოლფრამ ზენგერ-ვაისი, Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელი დირექტორი.

საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით  შემოსავლის ყველაზე მაღალი, 939 მილიონი ევროთი ზრდა დაფიქსირდა რაც 21 პროცენტს შეადგენს (2023: 776 მილიონი ევრო). ამ ზრდას განაპირობებდა სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში ქსელების გაფართოება ისევე, როგორც წყნარ ოკეანეში ვაჭრობის მაღალი მოცულობა და ჩინეთიდან ევროპაში საექსპორტო საზღვაო გადაზიდვების ტარიფების ზრდა. წითელ ზღვაში თავდასხმებმა აიძულა საკონტეინერო გემები, სუეცის არხის ნაცვლად, უფრო გრძელი მარშრუტით ესარგებლათ.

და ლოგისტიკის სეგმენტში შემოსავალი 5 პროცენტით, 1,52 მილიარდ ევრომდე გაიზარდა (2023: 1,45 მილიარდი ევრო), რაც  მოიცავს კარამდე მიტანის სერვისით მიღებულ შემოსავალს. აღნიშნული  სერვისებით ავსტრიასა და რამოდენიმე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში ხდება საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის მიწოდება.
DPD Austria-მ, რომელიც ნაწილობრივ Gebrüder Weiss-ს ეკუთვნის, შარშან 63,2 მილიონზე მეტი ამანათი დაამუშავა,რაც 2023 წელთან შედარებით ერთი მილიონი ამანათით ზრდას ნიშნავს. ზრდის მთავარი მიზეზი ექსპორტი და კერძო მომხმარებლები იყვნენ.

კომპანიის სააქციო კაპიტალის კოეფიციენტი უცვლელად დარჩა 60 პროცენტზე, რითაც Gebrüder Weiss პოზიციონირებს როგორც კრიზისისადმი მდგრადი მომსახურების მიმწოდებელი და საიმედო დამსაქმებელი. დასაქმებულთა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით ჯგუფის 180 ფილიალში 8 700-მდე გაიზარდა (2023: 8 600). 

რთული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად კომპანიამ შეძლო დაეცვა თავისი საინვესტიციო სტრატეგია. სრული ფინანსური წლის განმავლობაში სულ 124 მილიონი ევრო გამოიყო გაფართოებისა და მოდერნიზაციის ღონისძიებებისთვის, გარემოსდაცვითი ენერგიის წარმოების და ელექტრომობილურობისთვის.

ინვესტიციები ლოგისტიკურ ლოკაციებში, ავტომატიზაციასა და გაციფრულებაში

Gebrüder Weiss-მა დაიწყო თანამედროვე ლოგისტიკური და IT ცენტრის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება სრულად ავტომატიზირებული  საწყობით და კომპანიის სათაო ოფისისა და ვოლფურტის სატვირთო ტერმინალის  (Vorarlberg/Austria) მახლობლად განთავსდება. ახალი ლოგისტიკური ობიექტი გაიხსნა სახმრეთ გერმანიის ქალაქ შტრაუბინგში, რომელიც ბავარიის ინდუსტრიულ და კომერციულ კომპანიებს ეფექტურ სატრანსპორტო კავშირებს სთავაზობს ადგილობრივი და გლობალური ბაზრებისთვის. Gebrüder Weiss-მა ასევე გააფართოვა თავისი ფილიალები მარია ზაალში (ავსტრია), ალდინგენში (გერმანია), ბრატისლავასა (სლოვაკეთი) და თბილისში (საქართველო). ბუდაპეშტში (უნგრეთი) ცენტრის გაფართოების პროგრამის ფარგლებში აშენდა Autostore საწყობი. აქ შემოსული ტვირთის დამუშავება, მასალების ბრუნვა და შეკვეთების აღება მნიშვნელოვანწილად ავტომატიზირებულია. აშშ-ს ბიზნესი იზრდება და ლოგისტიკის სპეციალისტი იძენს საჰაერო და საზღვაო ტვირთების ექსპედიტორ  Cargo Link of Salt Lake City, Utah. ფენიქსში (არიზონა) ახალ გახსნილ ფილიალთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკის ქსელი კომპანიის საკუთრებაში არსებულ 17 ფილიალს მოიცავს.

 Gebrüder Weiss-მა ასევე მიაღწია შემდგომ პროგრესს ციფრული სერვისების განვითარებაში: myGW პორტალზე რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა 25000-მდე მისი 2020 წლის დანრგვის შემდეგ.

პლატფორმა უზრუნველყოფს რეალური დროის რეჟიმში ინფორმაციის მიღებას და მომხმარებელს შეკვეთის მიმდინარეობის შესახებ სრულ გამჭვირვალობას სთავაზობს. 2024 წელს აპლიკაციის ფუნქციები თანდათან დაიხვეწა, რათა უკეთ დაეკმაყოფილებინა მომხმარებლის საჭიროებები. 

განახლებადი ენერგიისა და ელექტრომობილურობის  გაფართოება

კომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დეკარბონიზაციისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო ელექტროენერგიის გამომუშავებისკენ. უნგრეთსა და სლოვაკეთში დამატებითი ფოტოელექტრული (PV) სისტემები  დამონტაჟდა. Gebrüder Weiss ახლა 34 PV სისტემას მართავს, რომლებმაც სრული საფინანსო წლის განმავლობაში დაახლოებით 13 000 მეგავატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ეს მთელ მსოფლიოში Gebrüder Weiss-ის ყველა ფილიალის ენერგიის მოთხოვნის ნახევარს უდრის. მზის ენერგიის მზარდმა გამოყენებამ ჯამურად 2 738 ტონა CO2 დაზოგა.

CO2-ის ემისიების უფრო მდგრადი შემცირების მიზნით, Gebrüder Weiss თავისი ავტოპარაკის რეორგანიზებას ახორციელებს და თანდათანობით ნერგავს ელექტროძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს. ავსტრიაში, უნგრეთში, ხორვატიასა და რუმინეთში ლოგისტიკური კომპანია უკვე იყენებს ელექტრონულ სატრანსპორტო საშუალებებს, რათა ონლაინ შეკვეთილი პროდუქცია მომხმარებელს მიაწოდოს. კომპანიას გერმანიაში 2024 წელს ორი ელექტრო სატვირთო მანქანა შეემატა, ხოლო ავსტრიაში მიმდინარე წელს კიდევ 13 დაემატება. საწყისი ნაბიჯის სახით, ლოგისტიკის პროვაიდერმა უკვე გადაიყვანა ავსტრიაში სატვირთო მანქანების პარკის დიდი ნაწილი ჰიდროგენიზირებულ მცენარეულ ზეთზე (HVO), რომელსაც CO-ის გამონაბოლქვის შემცირება დაახლოებით 90 პროცენტით (დიზელის საწვავთან შედარებით) შეუძლია.

ვოლფრამ ზენგერ-ვაისი განმარტავს: „მდგრადობის, ინფრასტრუქტურისა და გაციფრულების გამოწვევებთან ერთად, ლოგისტიკური ინდუსტრია წელს მრავალი სხვა დაბრკოლების წინაშე დგას. ევროპაში მუდმივად სუსტი ეკონომიკური მდგომარეობა, ახალი გადასახადები და კრიზისი ზრდის კონკურენციას მრავალი კომპანიისთვის. Gebrüder Weiss გააგრძელებს ამ გამოწვევების გადაჭრას გადაწყვეტილებებზე და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მიდგომის მეშვეობით, მისი ზოგადი ბიზნეს სტრატეგიის, მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებულობის, შესაბამისად. “.

Media

დააწექით კონტაქტს
Merlin Herrmann

Merlin Herrmann

press@gw-world.com

+43.5574.696.2169