"მისი საქმიანობის ეპოქა პროფესიონალიზმისა და ცოდნის მუდმივი გაღრმავებით ხასიათდება" / ვოლფრამ ზენგერ-ვაისი კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე 2019 წლიდან / იურგენ ბაუერი, ამჟამად აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის დირექტორი და რეგიონული მენეჯერი, სახმელეთო ტრანსპორტის საქმიანობის მართვის საბჭოს შეუერთდება.
2005 წლიდან ვოლფგანგ ნისნერი (63 წლის) "გებრიუდერ ვაისი“-ს საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიას ხელმძღვანელობდა. ახლა, ამ წლის ბოლოს, კარიერა რომელიც უდიდესი წარმატებით დაგვირგვინდა დასრულდება - - ყოველ შემთხვევაში, ოპერატიული თვალსაზრისით. რადგან კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო ახალხანს გამოცხადდა, ვოლფგანგ ნისნერი როგორც დაგეგმილი იყო პენსიაზე გავა 2018 წლის დეკემბრიდან. "ვოლფგანგ ნისნერმა კპომპანია ყველა გაგებით განავითარა", - ამბობს კასპარ აინემი, კომპანია „გებრიუდერ ვაისი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. "მისი საქმიანობის ეპოქა პროფესიონალიზმისა და ცოდნის მუდმივი გაღრმავებით ხასიათდება"//მისი ხელმძღვანელობით, კომპანია რომლის ფესვებიც მე-15 საუკუნიდან იწყება - საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში გაორმაგდა. 2004 წელს "გებრიუდერ ვაისი“-ს წარმოების ბრუნვის მოცულობამ 700 მილიონი ევრო შეადგინა, დღეს კი ეს ციფრი შეადგენს - 1.55 მილიარდ ევროს. კომპანიის ფილიალების რაოდენობა 102-დან 150-მდე გაიზარდა. იმავდროულად, თანამშრომლების შტატი გაიზარდა 3,500-დან 7,000 მეტ ადამიანამდე. "ვოლფგანგ ნისნერმა დაამტკიცა რომ იგი ჰაიდისა და პაული ზენგერ-ვაისების ღირსეული მემკვიდრეა: და ტოვებს კომპანიას, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით ხარისხიან მომწოდებელს ლოგისტიკის ყველა ასპექტში. მისი წარმატებული მაჩვენებლებისა და გუნდური მუშაობის მკვეთრი სურვილით კომპანია დიდხანს დარჩება კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე. „ასეთი მიღწევების ფონზე ვოლფგანგ ნისნერი ნამდვილად იმსახურებს უმაღლეს პატივისცემას და აღიარებას სამეთვალყურეო საბჭოსა და კომპანიის ჩვეულებრივი თანამშრომლების მხრიდან“, - ამბობს კასპარ აინემი.
წლის ბოლომდე, ვოლფგანგ ნისნერი დატოვებს კომპანიის ხელმძღვანელის და სახმელეთო ტრანსპორტის მმართველი საბჭოს წევრისთანამდებობას. . სავარაუდოდ ვოლფგანგ ნისნერი გებრიუდერ ვაის-ის სამეთვალყურეო საბჭოს მომავალ წელს შეუერთდება და შედეგად გააგრძელებს კომპანიის შემადგენელ ნაწილად ყოფნას.
ვოლფრამ ზენგერ ვაისი გახდება ახალი ხელმძღვანელი
აღსანიშნავია, რომ ვოლფრამ ზენგერ-ვეისი, ხელმძღვანელისთანამდებობაზე არაერთხელ ყოფილა წარდგენილი:, 2019 წლის იანვრიდან ვოლფრამ ზენგერ-ვეისი სრულ პასუხისმგებლობას აიღებს საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის ბედზე. ვოლფრამ ზენგერ-ვეისი მმართველი საბჭოს წევრი იყო 2005 წლიდან, ასევე პასუხისმგებელი იყო ფინანსების, იურიდიული, შესყიდვის, ინვესტიციების, HSEQ, შიდა აუდიტისა და ბიზნესის მართვის საკითხებზე.
„ნისნერის მმართველობის პერიოდში ვოლფრამ ზენგერ ვაისი ჩართული იყო კომპანიის ყველა სტრატეგიული ინიციატივის განხორციელებაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბატონი ზენგერ ვაისი კომპანიას გაუძღვება უთვალავი გამოწვევების გზაზე და უზრუნველყოფს გებრიუდერ ვაის-ის მუდმივ ადგილს მსოფლიოს ცნობილ ლოგისტიკურ კომპანიებს შორის,“ - ამბობს კასპარ აინემი. 2012 წლიდან ვოლფრამ სინგერ ვაისი ტვირთების გადაზიდვისა და ლოგისტიკის ავსტრიული ასოციაციის პრეზიდენტი იყო და ამ როლშიც მხარს უჭერს ავსტრიას, როგორც ლოგისტიკის ლოკაციას. თავად ვორარლბერგში დაბადებული, ამჟამად ვენაში ცხოვრობს და მუდმივად მოძრაობს გებრიუდერ ვაის-ის მთავარ ოფისში ლაუტერახს, ვორარლბერგს და ვენას შორის. ვოლფრან სინგერ ვაისი 47 წლისაა, დაოჯახებულია და ჰყავს სამი შვილი.
ვოლფგანგ ნისნერის წასვლის შემდეგ, სახმელეთო ტრანსპორტის მმართველი საბჭოს პასუხისმგებლობა გადანაწილებული იქნება. იურგენ ბაუერი (48 წლის), მრავალი წლის განმავლობაში გებრიუდერ ვაის-ის აღმოსავლეთის რეგიონული მენეჯერი დაწინაურებული იქნება მმართველ საბჭოში იმავე ბიზნეს საქმიანობაში. გარდა საკურიერო მომსახურებისა და ახალი კლიენტების მოზიდვის საქმიანობის გარდა, პიტერ კლიობერი აგრძელებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ადამიანური რესურსების განვითარების, ბრენდის მართვისა და კომუნიკაციის, ლოგისტიკის, კვლევისა და განვითარების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე ყოფნას. ჰაინზ სინგერ ვაისი პასუხისმგებელია საჰაერო და საზღვაო, გაყიდვებისა და საბაჟო მომსახურებაზე. „საერთო ჯამში, სამეთვალყურეო საბჭო ძალიან კმაყოფილია თუ როგორ მიიწევს კომპანია წინ“ - ამბობს კასპარ ეინემი. „ასე რომ, ჩვენ მოხარულები ვართ რომ მომავალი წლიდან, კვლავ იქნება ოთხი გამოცდილი მენეჯერი მმართველ საბჭოში, რომლებმაც უახლოეს წლებში დიდი წვლილი შეიტანეს კომპანიის წარმატებაში და მანამდეც დაამტკიცეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მართვისას შეინარჩუნონ განსაკუთრებული სამუშაო გარემო, რომელსაც ბევრი „ნარინჯისფერ ოჯახად“ მოიხსენიებს“.
ტოპ მენეჯმენტის ცვლილებებზე განცხადებით, კომპანიას სურს რაც შეიძლება მალე აცნობოს თანამშრომლებს, კლიენტებსა და პარტნიორებს მმართველის საბჭოს ცვლილების შესახებ. ვოლფრამ სინგერ ვაისი და იურგენ ბაუერი კომენტარს ახალ თანამდებობებზე მხოლოდ 2019 წლის დასაწყისიდან გააკეთებენ.