ჩვენს თანამშრომლებს ისეთ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, რომელშიც ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ, შეუძლიათ წინ მოძრაობა, გადაწყვეტილებების შემუშავება და პროცესების ფორმირება. ჩვენ ხელს ვუწყობთ სხვადასხვა კულტურებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას; ვაფასებთ შესაძლებლობებს ვცადოთ სხვადასხვა ვარიანტები და აღმოვაჩინოთ ჩვენთვის რაიმე ახალი. ამავე დროს, ჩვენ ვითხოვთ თანამშრომლებისაგან მაღალი დონის თავდადებას, საქმისადმი ერთგულებას და პირადი ინიციატივის გამოვლენას. ერთად დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია.
Gebrüder Weiss-ის წარმატების ისტორია ყველა ჩვენი თანამშრომლის ძალისხმევის გაერთიანებას და ერთმანეთის აქტიურ მხარდაჭერას ეფუძნება. ჩვენ ხელს ვუწყობთ სხვადასხვა სქესის, თაობისა და ეთნიკურ ჯგუფის წარმომადგენლებს შორის, ასევე ბიზნეს-ქვედანაყოფებს, შვილობილ კომპანიებს, ქვეყნებსა და ჩვენს პარტნიორთა და მომხმარებელთა ქსელებს შორის თანამშრომლობას მთელ მსოფლიოში.
ჩვენს მომხმარებლებზე ხარისხითა და მომსახურების დონით შთაბეჭდილებას ვახდენთ. ამ ამბიციური პოზიციის შესანარჩუნებლად, ჩვენი თანამშრომლებისგან საქმისადმი ერთგულების მაღალ ხარისხს ვითხოვთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ მუდმივ სწავლებას. ჩვენთვის, როგორც სასწავლო ორგანიზაციისთვის, გონებრივი მოქნილობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გეოგრაფიული მობილობა.
როგორც საოჯახო კომპანიისთვის Gebrüder Weiss-სთვის დამოუკიდებლობა ყოველთვის ძირითად ღირებულებას წარმოადგენდა. ის უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და კრეატიულობის შესაძლებლობებს იძლევა. ხელს ვუწყობთ თანამშრომლების დამოუკიდებლობას და ვამხნევებთ მათ, თავიანთი საქმიანობისგან სიამოვნების მიღებაში, რადგან ვაძლევთ მათ თავისუფლებას, მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები და რაც შეიძლება ხშირად გამოიჩინონ ინიციატივა.
ეს ღირებულებები თქვენთვისაც მნიშვნელოვანია? მაშინ შემოგვიერთდით ნარინჯისფერ სამყაროში!