თაობების წარმატებული ცვლილება/ სახმელეთო ტრანსპორტი სრული დატვირთვით/ საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო ქსელის გაძლიერება საზღვარგარეთ და გერმანიაში / Home Delivery მოთხოვნის გაზრდა / კვალიფიციური კადრების საჭიროება
გასულ ფინანსურ წელს, ხელსაყრელ ეკონომიკურ პირობებში, კომპანიამ Gebrüder Weiss-მა მიაღწია 1.67 მილიარდი ევროს ოდენობის წმინდა ბრუნვას. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (1.55 მილიარდი ევრო), დაფიქსირებულია 8.3 პროცენტიანი ზრდა. “ვფიქრობთ, კარგი წელი იყო და ბიზნესის განვითარება დადებითი ტენდენციებით ხასიათდება. ყველა სისტემაში, მაღალი დატვირთვის მიუხედავად ჩვენ შევძელით მომსახურების ხარისხის შენარჩუნება. ჩვენი კლიენტებისადმი ვალდებულებები უაღრესად მნიშვნელოვანია ", - ამბობს Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელი დირექტორი ვოლფრამ ზენგერ-ვაისი. გარდა დიგიტალიზაციისა, Gebrüder Weiss განაგრძობს ფოკუსირებას ფიზიკური ინფრასტრუქტურის ინვესტიცირებაზე. 2018 წელს დამატებითი, 50 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. ამავდროულად, კომპანიამ შეძლო კაპიტალის თანაფარდობის სტაბილურ, 58 პროცენტიანი დონის შენარჩუნება, რაც უზრუნველყოფს ბანკებისგან დამოუკიდებლობის მაღალ მაჩვენებელს.
2018 წელს, Gebrüder Weiss-მა სხვადასხვა მენეჯმენტის დონეზე განახორციელდა თაობების ცვლილება - მენეჯმენტის საბჭოდან, რეგიონული მენეჯმენტის მეშვეობით, ფილიალის მენეჯმენტამდე. აღმასრულებელი პერსონალის სისტემური განვითარების წყალობით კომპანიამ შეძლო ყველა ახალი პოზიცია შეევსო შიდა პერსონალიდან. "ეს არის ორგანიზაციის სიმტკიცის და კორპორატიული კულტურის საუკეთესო მაგალითი. ამ გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ უწყვეტობას, მაგრამ ასევე ვართ კარგად ვართ აღჭურვილი ამ გუნდით, რათა გავუმკლავდეთ ციფრული მომავლის გამოწვევებს ", - აცხადებს ვოლფრამ ზენგერ-ვაისი.
სახმელეთო ტრანსპორტი: გამოწვევები, რომლებსაც ბრწყინვალედ შევხვდით
სახმელეთო ტრანსპორტის განყოფილებამ, 2018 წელს, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. მაღალი კონკურენციის ფონზე, ზრდამ დაახლოებით 7.5 პროცენტი შეადგინა. აუცილებელია, რომ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მუდმივად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ორგანიზაცია გაუმკლავდეს შესაბამის გამოწვევებს, როგორიცაა მძღოლების ნაკლებობა, დატვირთვის სივრცის სიმცირე და გადაზიდვების მოცულობის მაღალი ცვალებადობა. "ჩვენ შევძელით და გავუმკლავდით - პროფესიონალურ ნოუ-ჰაუზე, ხარისხის და ფასის სწორ თანაფარდობაზე და ჩვენი თანამშრომლების მიერ მათი მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე დაყრდნობით," შეაჯერა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა. ციფრული ინსტრუმენტები ხელს უწყობს დაგეგმვის გაუმჯობესებას, პროცესების ოპტიმიზაციას და ახალ შესაძლებლობებს კომუნიკაციისთვის.
ოფისების გაფართოება საზღვარგარეთ და გერმანიაში
საჰერო და საზღვაო გადაზიდვების სექტორში Gebrüder Weiss-ს ბრუნვა გაიზარდა 12%-ით. გლობალური ქსელის რეორგანიზაციის შემდგომ ერთ წელიწადში, კომპანიამ განაგრძო ინვესტირება, 2018 წელს, აზიის, აშშ-სა და გერმანიის, ასევე ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო მარშრუტის გაფართოებაში. ტრადიციულ საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების გარდა, Gebrüder Weiss აშშ-სა და ჩინეთში მომხმარებლებს ლოგისტიკური გადაწყვეტილებებისა და სახმელეთო ტრანსპორტირებას აქტიურად სთავაზობს.
Home Delivery აგრძელებს ზრდას
ონლაინ ვაჭრობის სტაბილური ზრდის გათვალისწინებით, Home Delivery (B2C) სეგმენტი , მოცულობების თვალსაზრისით, ძალიან დადებითად განვითარდა. სამომხმარებლო ელექტრონიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის სექტორების 900,000-მდე საქონელი მიწოდებული იქნა კლიენტებისთვის, მათგან ერთ მესამედზე მეტი ავსტრიაში. შესაბამისად, ლოგისტიკურმა კომპანიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ბაზრის ლიდერის პოზიცია ავსტრიაში. გარდა ამისა, "two-man handling" რეჟიმის მიწოდებისას, Gebrüder Weiss მოწყობილობის აწყობისა და ტექნიკური მომსახურეობის სერვის ახორციელებს. ასევე ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ხორვატიაში, სერბეთში, და ბოლოს რუმინეთში, საერთაშორისო ავეჯის მაღაზიებში, სამომხმარებლო ელექტრონიკის საცალო და წვრილ მაღაზიებში, ლოგისტიკის ექსპერტად ითვლება მომხმარებლებისათვის.
B2C სფეროში ზრდა და B2B ბაზაზრზე სტაბილურად მოწინავე პოზიციის დაკავება ასევე აღინიშნა DPD ავსტრიის მიერ. ოთხ პროცენტიანი ზრდით, DPD ავსტრიის თანამშრომლებმა 50 მილიონზე მეტი გზავნილის მიწოდება განახორციელეს 2018 წელს.
კვალიფიციური პერსონალის მოთხოვნის გაზრდა
სხვადასხვა შეფასებები გვიჩვენებს, რომ Gebrüder Weiss ლოგისტიკის ინდუსტრიის საუკეთესო დამსაქმებლებს შორისაა. გარდა ამისა, გასულ წელს პან-ევროპული კვლევა ჩატარდა 19 ქვეყნის 5,720 დასაქმებულს შორის. შედეგი: დასაქმებულთა 90 პროცენტზე მეტი ამაყობს, რომ Gebrüder Weiss-ში მუშაობს და კომპანიას, როგორც დამსაქმებელს, რეკომენდაციას უწევს. "Gebrüder Weiss“ გთავაზობთ კარიერული შესაძლებლობების ფართო სპექტრს მრავალ სამუშაო პროფილში. ჩვენ გვესაჭიროება არა მარტო სატვირთო საექსპედიტორო აგენტები და ლოჯისტიკის ექსპერტები, არამედ ბიზნეს ანალიტიკოსები და სხვა სპეციალისტები, მაგალითად IT ან HSEQ ", - ამბობს ვოლფრამ ზენგერ-ვაისი. თანამშრომელთა რაოდენობა 6% -ით გაიზარდა და დასაქმებულთა რაოდენობამ 7,112 ადამიანს მიაღწია წელიწადში (2017: 6,724).
კარიერულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.gw-world.com/greatjobs/